55 წლის დინა აზიზოვა 11 წლის განმავლობაში არ უშვებდა სამ შვილს გარეთ, ხოლო როცა მათ გაქცევა მოახერხეს, ქალმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავი მოიკლა. ქალი ფსიქიკურად დაავადებული იყო და სჯეროდა, რომ თუ ბავშვები სხვა ადამიანებთან იკონტაქტებდნენ, ცუდი რამ დაემართებოდათ.
გასულ კვირას ჩელიაბინსკის ოლქის პატარა ქალაქ უსტ-კატავაში დამწვარ სახლში 55 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
დიდი ხნის განმავლობაში აზიზოვა 3 შვილს სახლში მალავდა და გარე სამყაროსთან კონტაქტს უკრძალვდა. მას ჰყავდა 20 და 11 წლის გოგონები და 15 წლის ვაჟი. არც მეზობლებმა, არც პოლიციამ, სავარაუდოდ, არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ. მხოლოდ ქალაქის საავადმყოფოში იცოდნენ უმცროსი გოგონას არსებობის შესახებ. თუმცა, არც მათ მიუქცევიათ ყურადღება ფაქტისთვის.
გასულ კვირას უფროსმა გოგონამ იჩხუბა დედასთან აღზრდის მსგავსი მეთოდის გამო. დედამ კი მას სცემა. სწორედ ამ დროს გააცნობიერა გოგონამ, რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინა და და-ძმასთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. ის დედისგან ფარულად, მაგრამ მაინც ახერხებდა ინტერნეტის გამოყენებას. ქალი ფსიქიკურად დაავადებული იყო და ბავშვების გაქცევის შემდეგ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი შვილები დაიკარგნენ.
გაქცეულები სწრაფადვე იპოვეს, მაგრამ მათ ისაუბრეს, რამხელა წნეხის ქვეშ უწევდათ ყოფნა და სახლში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.
ბავშვების თქმით, დედა თავად ამეცადინებდა. წერა-კითხვა შეეძლოთ, თუმცა გარე სამყაროს ვერ ეკონტაქტებოდნენ. 2008 წლიდან დღემდე ასე იყვნენ. ისინი არც სოციალურ შემწეობას იღებდნენ. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ქალს მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა.
აღმოჩნდა, რომ დინას კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, ის ახლა 33 წლისაა და სავარაუდოდ, მან დანარჩენი ბავშვების "დატყვევებამდე" დააღწია სახლს თავი. ბავშვების მამა კი ამჟამად 70 წლისაა და დიდი ხანია ოჯახთან ერთად აღარ ცხოვრობს. ამ დროისათვის, კაციც და უფროსი ქალიშვილიც გამოკითხვაზე იმყოფებიან. ალბათ გაირკვევა, რატომ არ რეაგირებდნენ ისინი მათივე ოჯახის დანარჩენი წევრების ამგვარ მდგომარეობაზე.