შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა რეიტინგში ლიდერ პოზიციაზეა. რეიტინგს www.ranker.com აქვეყნებს და ხმის მიცემა ჯერაც გრძელდება. ამ ეტაპზე რუსთაველი პირველ პოზიციაზეა.
"კალამი მახვილზე უფრო ძლიერია და თუ წიგნები გიყვართ, ეს გეცოდინებათ, – წერს გამოცემა, - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები მწერლები იყვნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში".
ამ ეტაპზე კი მსოფლიოს საუკეთესო ავტორების ათეული ასეთია:
1. შოთა რუსთაველი
2. უილიამ შექსპირი
3. ფიოდორ დოსტოევსკი
4. ლევ ტოლსტოი
5. ჩარლზ დიკენსი
6. ჯონ რონალდ რუგენ ტოლკინი
7. ჰომეროსი
8. ჯორჯ ორუელი
9. ედგარ ალან პო
10. მარკ ტვენი
საუკეთესო მწერლების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე – www.ranker.com