მიყვარხარ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.
პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა.
მეტეხის ხიდზე, მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები. მათ შორის არიან, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.
ვინ იყო 100 ათასი მოწამე და რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ მათი ხსენების დღეს