11 ნოემბერს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით საშინელი ტრაგედია მოხდა. ქალაქის მცხოვრები ორ შვილთან ერთად ფანჯრიდან გადახტა.
36 წლის ლუდმილა სოკოლოვა საკუთარი ბინიდან გადახტა. ტრაგედიის თვითმხილველები ამბობენ, რომ დედამ ჯერ ბავშვები გადმოყარა ფანჯრიდან, მერე თავადაც გადახტა.
ლუდმილა და მისი გოგონა, რომელიც ზოგიერთი წყაროს ცნობით, 9 თვის იყო, ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო 4 წლის ბიჭი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ქალი მშობიარობის შემდგომ დეპრესიას განიცდიდა. ლუდმილა სოკოლოვამ შემთხვევამდე საავადმყოფოში დარეკა და გოგონას მადის დაქვეითებაზე იკითხა რჩევა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ზუსტად 8 წუთში მივიდა მის ბინაზე, მაგრამ კარი არავინ გაუღო.
რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და როგორ უნდა ებრძოლოთ მას