"შვილებს ხომ უნდათ დედა? მიდით ექიმთან, იარეთ გამოკვლევებზე..." - ახალგაზრდა დედის მიმართვა ქალებს
"შვილებს ხომ უნდათ დედა? მიდით ექიმთან, იარეთ გამოკვლევებზე..." - ახალგაზრდა დედის მიმართვა ქალებს
ეს 31 წლის ანი დგებუაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტია. ანი სიმსივნეს ებრძვის და დიდი იმედი აქვს, რომ წარმატებით დაასრულებს ამ ბრძოლას. ბოლო პერიოდში ამ სენისთვის დამახასიათებელი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილების გარდა, ოჯახური ტკივილიც განიცადა - ძალიან მცირე შუალედში დაკარგა დედ-მამა... თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მხნედ არის, რადგან შინ 5 წლის შვილი ელოდება, რომლისთვისაც აგრძელებს ბრძოლას.

"მეგობრებო, მინდა გითხრათ ასეთი რამ... ახლა არის 2019 წლის 14 ნოემბერი და გამოვიყურები ასე... არ მაქვს
თავზე თმა, არ მაქვს წარბი, არ მაქვს წამწამი, გავსუქდი... და ეს იცით, რატომ? ნუ ყველამ იცით, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გეტყვით, მე ანი დგებუაძე ვებრძვი ვერაგ დაავადებას, რომელსაც ჰქვია კიბო. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,  აი, მეორე ფოტოში ვარ გადაღებული შარშან 2018-ში.... დეკემბერში დაახლოებით, და ვფიქრობ, რომ ლამაზად თუ არა,  სიმპათიურად მაინც გამოვიყურები, არაფერი არ მეტყობა... თუმცა მე ამ დროსაც ცუდად ვარ, მეგობრებო, უბრალოდ არ ვიცოდი... კი მქონდა რაღაც სიმპტომები, მაგრამ უმნიშვნელო...

ამით რის თქმა მინდა თქვენთვის: დიახ, არ მეტყობოდა, თუმცა ცუდად ვყოფილვარ... მეგობრებო, ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გამყოფოთ, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება (უმეტესად ქალბატონებს მივმართავ), მიხვიდეთ ექიმთან კონსულტაციაზე, 6 თვეში ერთხელ
თუ ვერ მიხვალთ, წელიწადში ერთხელ მაინც.

ამას როდესაც ვეუბნები ადამიანებს (ლაივში), როდესაც რაღაც აწუხებთ, ვეუბნები, რომ მიდი ექიმთან, პასუხი: სად არის საშუალება? 3 შვილი მყავს, 4 შვილი მყავს და ასე შემდეგ... იმ შვილებს ხომ უნდათ დედა? იმ ერთი კვირის საჭმლის ფულს ცოტა მოაკელით და მიდით ექიმთან,  თქვენს შვილებს სჭირდებით... სიცოცხლე დააფასეთ...

მე დღეს ვიბრძვი სიყვარულისთვის, ჩემი გიოსთვის - მას მე ვჭირდები... იცით, რა ძნელი გზა გავიარე? არ იცით და ღმერთმა დაგიფაროთ ამისგან... და კიდევ დამრჩა რთული გზა გასავლელი... მე დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად ვიქნები.  მეგობრებო, ეს პოსტი თქვენ გეკუთვნით, გემუდარებით, იარეთ გამოკვლევებზე, რათა საფრთხე თუ კი რაიმე არსებობს, თავიდან აიცილოთ. თქვენი კეთილის მსურველი მე!"
7963
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნანკა
0
აქ კომენტარებში წერენ რომ ძვირია ექიმთან მისვლა და გამოკვლევა,ალბათ ბევრმა იცის და ზოგმა იცის რომ 40 წლის ზემოთ ქალბატონებისთვ მამოგრამა უფასოდ კეთდება.არ აქვს ზოგს ამის კულტურა რომ გინეკოლოგს, თუნდაც უბრალო კლინიკაში ესტუმროს და ის მკერდსაც გაუსინჯავს ხელით და თუ საჭიროდ ჩათვლის მერე გაუშვებს მამოგრამაზე.თქვენ თვითონ უნდა უშველოთ თქვენ თავს სანამ გვიანი არ არის. ანი გისურვებ ბოლომდე გამოჯანმრთველებას,ვიცი შენ ამას შეძლებ.და გაზრდი შენი გიოს შვილებსაც
18:40 / 14-11-2019
ქართველი
4
ჩემო ლამაზო გოგო რათქმაუნდა გამოჯანმრთელდები, რათქმაუნდა შენს შვილს ჯანმრთელი დედა ეყოლება, ჩვენ ვითომ ჯანმრთელებმა როგორ ვიკვლიოთ თავი, როცა ყოველდღიური ლუკმაპური ჭირს. ფასები კატასტროფულია, ვიზიტი, გამ8კვლევა მიუწვდომელი. ღვთის ანაბარა ვართ.. .
13:24 / 14-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?