ასტროლოგებს სჯერათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ვარსკვლავები განაგებენ ყველაფერს – გავმდიდრდებით თუ არა, გვექნება თუ არა წარმატებული კარიერა, ვიპოვით თუ არა ნამდვილ სიყვარულს და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, სჯერათ, რომ ზოდიაქოს ნიშნებზეა დამოკიდებული ისიც, თუ როგორი დეიდა, მამიდა, ან ბიცოლა ხართ.
ვნახოთ, როგორ დეიდებად, მამიდებად და ბიცოლებად გახასიათებენ ასტროლოგები:
ვერძი - ძმისშვილებსა და დისშვილებს (ასევე ქმრის ძმისშვილებსადა დისშვილებს) კომფორტს უქმნით. თქვენ გვერდით ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ. ცოტათი ათამამებთ კიდეც. ყოველთვის აქვთ თქვენი იმედი. თქვენგან ბავშვები სიყვარულს და ადამიანების პატივისცემას სწავლობენ.
კურო - მკაცრი დეიდა, მამიდა და ბიცოლა ხართ. არ გჩვევიათ განებივრება, იშვიათად ეფერებით ძმისშვილებსა, თუ დისშვილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გიყვართ ისინი. ავტორიტეტი ხართ, თქვეგან ბევრ რამე სწავლობენ და მათთვის თქვენი ცხოვრება სამაგალითოა.
ტყუპები - გააჩნია, როგორ ხასიათზე ხართ, შესაძლოა, ზოგჯერ საუკეთესო დეიდა (მამიდა, ბიცოლა) იყოთ, რომელიც უსმენს დისშვილს, იგებს მის პრობლემებს და ეხმარება, თუმცა ზოგჯერ ერთი სული გაქვთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. ზოგადად, თქვენს დისშვილებსა და ძმისშვილებს მოსწონთ, როცა დროს მათ გვერდით ატარებთ იმიტომ, რომ ძალიან კრეატიული ხართ და საინტერესო აქტივობების მოფიქრება შეგიძლიათ.
კირჩხიბი - კირჩხიბი დეიდა, მამიდა და ბიცოლა საუკეთესო მეგობარია. ის დედასავით უყვართ, რადგანაც დედობრივ მზრუნველობას იჩენენ. ანებივრებენ გემრიელი საჭმელებით, სხვადასხვა გასართობ ადგილას წაყვანით, ყველაფერს აკეთებენ დისშვილებისა და ძმისშვილებისთვის, მუდამ მზად არიან გამოექომაგონ და დაიცვან ისინი.
ლომი - არ უყვართ სხვების განებივრება, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ასე თავხედდებიან. ლომი დეიდები და მამიდები ბავშვის სწორად აღზრდის საქმეში დიდ როლს ასრულებენ. ცდილობენ ასწავლონ მათ ზრდილობისა და თავაზიანობის გამოჩენა.
ქალწული - როცა ძმისშვილს, ან დისშვილს რაიმე პრობლემა აქვს, მაშინვე მის გვერდით ჩნდებით და ცდილობთ გამოსავალი აპოვნინოთ. ხშირად მათ ნაცვლად იღებთ გადაწყვეტილებებს. ცდილობთ ცხოვრება დაუგეგმოთ და მოვლენების წინასწარ განჭვრეტა ასწავლოთ.
სასწორი - ცდილობთ, არ გქონდეთ ახლო ურთიერთობა ძმისშვილებთან და დისშვილებთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხმარებით მათ, თუკი ამას გთხოვენ. ამჯობინებთ, რომ ბალანსი დაიცვათ და ზედმეტად არ ჩაერიოთ მათ ცხოვრებაში.
მორიელი - თქვენ ხშირად ეჩხუბებით ძმისშვილებს, დისშვილებს (ქმრის დისშვილებსა და ძმისშვილებს), არ მოგწონთ მათი ქცევები და გსურთ, რომ ბევრი რამ ასწავლოთ. ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ მოკრძალება უნდა ჰქონდეთ. იშვიათად უღიმით. როგორც წესი, ისინი პატივისცემით არიან განწყობილნი.
მშვილდოსანი - ცდილობთ დისშვილებსა და ძმისშვილებს სამყარო სხვა თვალით დაანახოთ და შესაძლებლობები შეუქმნათ, ამიტომაც თქვენ გვერდით ყოფნა ძალიან უყვართ, რადგანაც იციან, რომ დროს საინტერესოდ გაატარებენ და ბევრი თავგადასავალი ელოდებათ. მზრუნველები ხართ და მზად ხართ დისშვილებისადა ძმისშვილებისთვის (ასევე ქმრის დისშვილებისა და ძმისშვილებისთვის) ყველაფერი გააკეთოთ.
თხის რქა – თქვენ ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ. ზრუნავთ ძმისშვილებისა და დისშვილების გონებრივ განვითარებაზე და ცდილობთ, რომ ბევრი რამ ასწავლოთ. მხარს უჭერთ და ხშირად მათ მფარველებად ევლინებით.
მერწყული - ძალიან მხიარული დეიდები, მამიდები და ბიცოლები ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა საინტერესო და მხიარული თავგადასავალია. ძმისშვილებსადა დისშვილებს შემოქმედებითი განვითარების საშუალებას აძლევთ. ხელს უწყობთ, დახვეწონ მუსიკალური გემოვნება, იცეკვონ, დახატონ, დაკავდნენ იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ.
თევზები - თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის ძმისშვილებსა და დისშვილებს აჩვენოთ მთელი სამყარო. გჩვევიათ რჩევების მიცემა და მშობლის დამოკიდებულებას იჩენთ . მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ და ხშირად იღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად მშობლის ვალდებულებაა.