"დაიწყეს ძებნა, ორი დღის მერე მოგვაგნეს" - როგორ აღმოჩნდა 11 წლის ქართველი ბიჭუნა ბრიტანულ რეკლამაში
რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში ქართველი ბავშვი გადაღეს. როგორ აღმოჩნდა უცხოურ სარეკლამო რგოლში 11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორია, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს მისი მამა, გრიგოლ მამფორია უყვება:

- როგორ მოხვდა გუგა ბრიტანულ რეკლამაში?

- გუგა თბილისში იყო ერთი კვირით წასული. თიკა ჯაბანაშვილმა ქუჩაში ნახა და ჩემს მეუღლეს სთხოვა გადაეღო ბავშვისთვის ფოტო. თიკამ ფოტო რომ ატვირთა "ფეისბუქზე",  ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს გუგას ძებნა და
ორი დღის მერე მოგვაგნეს, დაგვიბარეს ქასთინგზე. სურათები გადაუღეს. ორი თვის მერე დაგვირეკეს კინოსტუდია "სარკიდან" და გვითხრეს, რომ ინგლისური კომპანია არის დაინტერესებული გუგათიო. მითხრეს, 50 ქართველი ბავშვიდან შევარჩიეთო. ჩვენ ჩხოროწყუდან ვართ, გუგა  ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და გადაღებებისთვის თბილისში ჩავდიოდით, თან იმ პერიოდში მარტვილში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა, გუგა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით ქასთინგებზე სიარულს. შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას ამტკიცებდნენ როლზე, თუმცა სხვა ბავშვიც იყო შერჩეული, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა მთავარი გადაღების დღეს თბილისში ჩასვლას. სარეკლამო გადაღებები შემოდგომის დასაწყისში დაიწყო. სამწუხაროდ, სალაპარაკო ინგლისურს ვერ ფლობს თორემ, როგორც გადმომცეს, უცხოურ ფილმშიც
ჰქონდათ მისი გადაღების სურვილი.
mshoblebi

- რა რეაქცია ჰქონდა გუგას, როცა რეკლამისთვის გადაღება შესთავაზეს?

- როგორი განსხვავებულიც არის გარეგნულად, ასეთივე განსხვავებულია ხასიათითაც. გუგას გარდა კიდევ ორი ბიჭი მყავს და ამასთან ერთად, კიდევ ერთ ბიჭს ვზრდი. 4 ვაჟის მამა ვარ, მათგან ყველაზე განსხვავებულია ხასიათით. ძალიან გამიკვირდა, ქასთინგზე ყველაფერს რომ ადვილად აუღო ალღო. "ჩემი ცოლის დაქალებში" გადასაღებადაც მიიწვიეს, მაგრამ მაგ პერიოდში ლიეტუვაში მოუწია წასვლა სათამაშოდ და ამიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა. მე არ დავმალავ და გეტყვით, რომ ფეხბურთელი მინდა გამოვიდეს. გადაღებების მერე ვკითხე, ფეხბურთს ხომ არ დაანებებ-მეთქი თავს და ასე მიპასუხა, შენ რამდენი პროფესია გაქვსო. როგორ ჩანს, წინააღმდეგი არ არის, ფეხბურთთან ერთად სხვა რამითაც დაკავდეს.
mshoblebi

- აღნიშნეთ, რომ ფეხბურთზე დადის, როგორ აფასებენ მის შესაძლებლობებს ?

- თვითონ ძალიან მონდომებულია და წარმატებებსაც აღწევს. მარტვილში არის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელსაც ჯესი სურმავა ხელმძღვანელობს. გუგა იქ ირიცხება. მისი მწვრთნელი ზაზა ასაბაშვილია. ჯერ ისეთ ასაკშია, რომ არ შეგვიძლია, არც მწვრთნელს და არც მშობელს, წინასწარ განვჭვრიტოთ, რა მომავალი ელის ფეხბურთში. 15 წლის რომ გახდება, მერე შევძლებთ ამაზე საუბარს. ამ ეტაპზე პერსპექტიული ბავშვი ჩანს, ლიეტუვაში ატეიტის თასზე გოლები გაიტანა.

რუსკა კილასონია

14259
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
!!!!!!!
0
კარგია დილა კარგი ამბებით რომ იწყება :) წარმატებებს გისურვებ შვილო!
09:53 / 18-11-2019
datiko48
0
ღმერთმა დაგლოცოს პატარა ანგელოზო გოგავ,სულ ბედნიერი გზით გევლოს ამ ქვეყანაზე შენს სისხლ და ხორცთან ერთად!!!
09:31 / 18-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი