ვაჟა გაფრინდაშვილი ქართველი, გმირია ექიმია, რომელიც ჭაში ჩავარდნილი ქალის დასახმარებლად ოკუპურებულ ტერიტორიაზე გადავიდა. სამწუხაროდ, ოკუპანტებმა ექიმი დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ.
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სწორედ მას უძღვნის პოსტს და აღნიშნავს, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს, ეს კეთილი ადამიანი ცოცხალი რომ დაუბრუნდეს ოჯახს:
"ღამის 1:21 საათია. ჩვენი უმრავლესობა თბილადაა ჩაღუნღულებული ლოგინში და სქროლავს ძილის წინ.
ღამის 1:21 საათია და ცხინვალის იზოლატორში, სიცივეში და ალბათ ძალიან დისკომფორტში ზის ვაჟა გაფრინდაშვილი. არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა. ქალს, რომელიც ჭაში ჩავარდა და არ გამოუშვეს თბილისში.
ხვალ დილით ყველა ავდგებით, ვისაუზმებთ და შევუდგებით საქმეს.... ან უქმეებს გავატარებთ ოჯახებთან, მეგობრებთან და ა.შ.
ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ცხინვალის საზიზღარ იზოლატორში იჯდება, მარტო იმიტომ რომ გმირია...
მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ის ცოცხალი რაც შეიძლება მალე დააბრუნონ. მრცხვენია, წამოწოლილი რომ ვარ თბილად და თუნდაც ამას ვპოსტავ..."
თეკლა ჟვანია