"თავიდან მოწამლული ეგონათ... ღამით სუნთქვა უჭირდა" - 2 წლის ანიტა მძიმე დიაგნოზით ავსტრიის კლინიკაში ელის შველას
"თავიდან მოწამლული ეგონათ... ღამით სუნთქვა უჭირდა" - 2 წლის ანიტა მძიმე დიაგნოზით ავსტრიის კლინიკაში ელის შველას
მარიკო სადრაძის ეს პოსტი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სასოწარკვეთილი დედა საზოგადოებას სთხოვს დახმარებას:

"მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ "ვაი დედაა", ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხშეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე
ჩემი მდგომარეობა.

ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით, ვიცი დაიღალეთ, ამიტომ, არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ჩვენმა ჰუმანურმა ევროპამ ფაქტობრივად მის სიკვდილს მოაწერა ხელი. მითხრეს, რომ თუ მედიკამენტები უშველის, მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია, მაგრამ გამწირეს, 2 წლის ბავშვი გაწირეს...

სხვა ქვეყანაშიც ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია, ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით,
დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ".

ანგარიშის ნომრები:

GE28BG0000000100761966 - საქართველოს ბანკი
GE38TB7855945064300017 - თიბისი
მიმღები - ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)
mshoblebi
ჩვენ პატარა ანიტას მამას, გიორგი ფაცაციას ვესაუბრეთ:

- ივნისში  შეხვდა ვირუსი, კლინიკაში გვეწვინა ერთი კვირა. შემდეგ დასასვენებლად წავედით. აგვისტოს დასაწყისში ბავშვი ისევ ცუდად გახდა და წამოვიყვანეთ თბილისში. თავიდან მოწამლული ეგონათ. ღამით სუნთქვა უჭირდა, შფოთვები ჰქონდა და უენერგიოდ იყო. თბილისშივე დაუსვეს დიაგნოზი,  ჯერ - მიოკარდიტი და შემდეგ უკვე დილატაციური კარდიომიოპათია. ეს დიაგნოზი გულისხმობს გულის უკმარისობას. გული ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და გადიდებულია, საკმარის სისხლს ვერ გადაამუშავებს. ფაქტობრივად, გული ისე ვერ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. თბილისში ვმკურნალობდით ერთ თვეზე მეტ ხანს. მონაცემები სულ უფრო უარესდებოდა და გადავწყვიტეთ, ავსტრიაში წავსულიყავით. ჩავბარდით ლტოლვილებად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და საქართველოში, ფაქტობრივად, მედიკამენტების იქით ვერ გვეხმარებოდნენ. ფრენაც ძალიან გაურთულდა და კიდევ უფრო დამძიმდა ბავშვი. თურმე ფრენაც არ შეიძლებოდა, მაგრამ გვქონდა წარმოდგენა, რომ აქ უფრო დაგვეხმარებოდნენ... აქაც მედიკამენტებით მკურნალობა შემოგვთავაზეს. ბავშვს ხელოვნური გული სჭირდება. მძიმედაა, სიარულიც უჭირს, არ ჭამს და ასე შემდეგ... 200-300 ათასი დოლარია ოპერაციის ღირებულება...

- ავსტრიაში რაიმე შეღავათით სარგებლობთ?

- ავსტრიამ უარი გვითხრა და, ფაქტობრივად, გაგვწირა. ვცდილობთ, საკუთარი სახსრებით და ხალხის დახმარებით მოვაგროვოთ თანხა. ფრენაც არ შეიძლება, რომ აქედან სხვა ქვეყანაში გადავფრინდეთ. ბევრი ექიმი ამბობს, რომ შეიძლება მისმა გულმა ვერ გაუძლოსო.

- ახლა როგორია ბავშვის მდგომარეობა, რას გეუბნებიან ექიმები?

- ექიმები, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებენ. სტაციონარშიც არ გადავყავართ. ჩვეულებრივ, ბავშვთა კლინიკაში ვართ და გვჭირდება სპეციალური კლინიკა, სადაც დააკვირდებიან და პროფესიონალურად მიაქცევენ ყურადღებას. სამწუხაროდ, არსად არ გადავყავართ იმიტომ, რომ არ ვართ მოქალაქეები, არ გვაქვს სტატუსი და გარდა ამისა, შეიძლება ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს შესაბამის მკურნალობას... ფაქტია, რომ აქ ყველა გულგრილადაა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ზემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.


21732
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
0
jandacva ratom ar apinansebs!ra namisia aqvs mtavrobas mikvirss.
15:11 / 20-11-2019
სოფო
3
ქ-ნო ლია ვერც ბერა და ვერც სხვა მისნაირი სამწუხაროდ ასეთ რამეებს ვერ ხედავენ :( ისინი მხოლოდ მსოფლიო მადლობისთვის აკეთებენ "კეთილ" საქმეებს :( გული მისკდება ასეთი პატარების ცუდად ყოფნას რომ ვუყურებ და როგორც საჭიროა ისე ვერ ვეხმარები :(
18:02 / 18-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?