მსოფლიოს საუკეთესო ბავშვ მომღერალ ბიჭებს შორის ალექსანდრე ზაზარაშვილი საუკეთესოდ დაასახელეს - "ახალი ხმის" ტოპ-5 ხმა
17.11.2019
როგორც ცნობილია, შოუ "ახალი ხმა" ბავშვებს შორის მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ტარდება. სულ ცოტა ხნის წინ სწორედ მთელი მსოფლიოს შოუებიდან ყველა მონაწილეს გადაავლეს თვალი და "ახალი ხმის" ისტორიაში 5 საუკეთესო მომღერალი ბიჭი გამოავლინეს. ტოპ-ხუთეულის პირველ ადგილზე ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილია, რომელმაც უკრაინის "ახალი ხმა" მოიგო და თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით სხვა დიდი გამარჯვებებიც აქვს ცხოვრებაში და წინაც უამრავი წარმატება ელის. ვულოცავთ ალექსანდრეს ამ დიდ გამარჯვებას.