მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს
მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი და სამართალდამცველები მუშაობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა, აღნიშნულს შსს-ში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,
ტარებას გულისხმობს.
2243
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი