"სხვა ვერაფერი შევძელი" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც სპეცრაზმის წინ დაწვა და რას წერს სოციალურ ქსელში?
დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. საბოლოოდ პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.
მანამდე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეეკავებინათ.
mshoblebi

დღის განმავლობაში არაერთი ფოტო მასალა გავრცელდა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ფოტომ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ არის სპეცრაზმის წინ თავქვედამხობილი მამაკაცი. როგორც ირკვევა აღნიშნულ ფოტოზე ასახული მამაკაცი ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძეა. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაავრცელა ფოტო -  წარწერით:" სხვა
ვერაფერი შევძელი".
"ვიდექი, არ დამაყენეთ, დავწექი, არ დამაყენეთ" - წერს სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე და მოქალაქეებს მხარადჭერისთვის მადლობას უხდის:
"გამომიშვეს, მშვიდობით ვარ! მადლობა მხარდაჭერისთვის!"
4425
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
პატრიოტი 2
0
სამწუხაროდ არ ვიცი როგორ ლექსებს წერს, მაგრამ,ჩემი აზრით,მისი ცხოვრების მავარ მომენტად ეს კადრი დარჩება. ყოჩაღ ! სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ჩვენ პატარა ერი ვართ და რომ არა ასეთი თავდადება აქამდე ვერც მოვიდოდით. არ გეგონოთ მხოლოდ ვწერ, 1978წ. 14 აპრილიდან არცერთი ქვენისთვის მნიშვნელონვანი აქცია არ გამომიტოვებია და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას სხვას მოვუწოდო. 9 აპრილსაც იქ ვიყავი და მეტიც 40 დღის შემდეგ ყვავილების გადატანის დროს მოვიწამლე.ასე რომ სამშობლო, სამშობლო და სამშობლო!!!
12:58 / 20-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი