გუშინ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს პროპორციული არჩევნების ჩატარებისა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით. მოგვიანებით, მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს. ამ მოვლენას სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოს მჭედლიძე ეხმაურება, რომლის პოსტსაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს.
"ბნ ბიძინა, დღეს თქვენ ქართველი ვაჟკაცები აატირეთ.
დღეს, ბევრი მათგანისგან მოვისმინე, მამაო დაგვლოცე ,მამაო ილოცე ჩვენთვის,
მამაო, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ არიან
მამაო, არ ავწევთ ხელს.
ე.წ. მთავრობა, დღეს ერი ატირეთ. დღეს თქვენ ამ ბიჭებს ჩაუნერგეთ ერთი რამ, წავიდენ ქვეყნიდან.
დღეს, მე ეს ცრემლები ვნახე.
ჩემო რიგითო პოლიციელებო, აუცილებლად გათენდება საქრთველოში. ვერავინ ვეღარასდროს შესძლებს ძმათაშორის სისხლის დაღვრას.
ღმერთმა დალოცოს საქართველო" - წერს მამა ნექტარიოსი.