"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ" - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში
მეტალის ვირთხის წელი მოდის და როგორც ასტროლოგები გვაფრთხილებენ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, რომ ყველაზე უხვ და მოსავლიან წელს არ გავუშვათ ცხოვრებისეული შანსები.
ფენ-შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს იმ საინტერესო რჩევებს უზიარებს, რომელიც 2020 წელს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წარმატებული წელი ჰქონდეთ:
"2020 წლის 25 იანვარს მეტალის ვირთხის წელი დადგება და აქტუალური ფერები იქნება - ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და თეთრი. ვირთხა შემგროვებელი, ბარაქიანი, მოხერხებული და მეოჯახე მღრღნელია, ამიტომ ძალიან კარგი წელი იქნება ფინანსური თვალსაზრისით.
უკეთესობა ელის ძალიან ბევრ ნიშანს, განსაკუთრებულად - მამლებს, მაიმუნებს, დრაკონებს და ხარებს. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხის წელს არ ვხვდებით 31 დეკემბერს, ვირთხის წელი დადგება იანვარში და შესაბამისად შევხვდებით იანვარში".
- სუფრაზე რა უნდა გვქონდეს ამ დროს აუცილებლად?
- სასურველია სიმბოლური ოქროს ზოდები, ოქროს ნივთები, ხურდები, მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები, თხილეული, კაკალი... ასევე მაგიდაზე უნდა ენთოს ოქროსფერი სანთლები. სასურველია რვა, რადგან 8-იანი სიმდიდრის ნიშანია.
დეკემბრის თვეში აუცილებლად უნდა გააკეთოთ ერთი პრაქტიკა ფენ-შუიდან - აიღეთ 8 ცალი კაკალი, შეღებეთ "პულივიზატორით" ოქროსფრად და ოქროსფერი ლენტები დაამაგრეთ, რომ ნაძვის ხეზე დაკიდოთ ბარაქის და სიმდიდრის ნიშნად
აღმოსავლური ასტროლოგიით, 2020 წელს ცეცხლის სტიქიის ნაკლებობა გვექნება და ამიტომ გაააქტიურეთ წითელიც. ის მოიზიდავს მეგობრობას და კომუნიკაციას, რადგან პლანეტა მარსის ფერია წითელი და რეკომენდებულია 2020 წელს მნიშვნელოვან შეხვედრებზე და დღესასწაულებზე წითელი ფერის სამოსი ჩაიცვათ.
საჩუქრებად შეარჩიეთ თაგუნიას ფიგურები და სიმდიდრის სიმბოლოები, რაც ვირთხას უყვარს.იხილეთ სრულად