თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."
თბილისში ნეიროქირურგს გიორგი მაღალაშვილს სცემეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარი მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, აღნიშულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თავდაპირველად ექიმის ცემის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა: განაგრძეთ კითხვა