ეს არც ისე სახუმარო ინციდენტი რუსული ესტრადის ვარკვლავების, ქსენია ბოროდინასა და ყურბან ომაროვის ოჯახში მოხდა.
20 ნოემბერს ბოროდინმა ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ დოლბანდით ჰქონდა თავი შეხვეული და საავადმყოფოში იყო. ინციდენტის აღწერისას მან მხოლოდ ის დაწერა, რომ ფაქტი მის საკუთარ სახლში მოხდა.
„ვიღაც ლოთობს, ვიღაც პოლიციას გაურბის, მე ამეებისთვის უკვე ძალიან ბებერი ვარ. ვიჯექი და მულტფილმებს ვუყურებდი, მაგრამ მაინც დავზარალდი“, - მიაწერა ფოტოს ომაროვმა და არც აპირებდა დამატებითი ახსნა-განმარტების გაკეთებას. თუმცა მის ხელმომწერებს ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ და მოუწია დამატებით დაწერა:
- მეგობრებო, კარგად ვარ. უბრალოდ, დროზე ადრე გადავრთე ჩემი შვილის, თეონას საყვარელი მულტფილმი.