2020 ვირთხის წელია. ამერიკელი ასტროლოგის, ასტროლოგ ნიკოლ ჰანტსმანის მტკიცებით, ზოგადი ფონი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის დადებითი იქნება, თუმცა ის გამოყოფს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც განსაკუთრებით იღბლიანები იქნებიან და ბედნიერება ეწვევათ.
ლომი – 2020 თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. იღბალი მთელი წლის განმავლობაში თქვენკენაა. შეძლებთ ოცნებების ახდენას. მარტივად მიაღწევთ მიზნამდე, რომელიც აქამდე მიუღწეველი ჩანდა. ყველა გამოწვევას დაძლევთ და ყველაფერში გაიმარჯვებთ. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ თავბრუდამხვევი ცხოვრებისთვის. 2020 – ეს თქვენი წელია.
მშვილდოსანი – თავგადასავლების მოყვარულო მშვილდებო, მზად ხართ ყველაზე იღბლიან წელიწადში სამოგზაუროდ? ვირთხის წელი ბედნიერებას გპირდებათ. დაარღვევთ საზღვრებს, ყველანაირ ბარიერს და თავისუფლებას შეიგრძნობთ. წარმატებულები იქნებით როგორც ფინანსურად, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. წარმატების მომტან უამრავ წინადადებას მიიღებთ. იმოგზაურებთ, ისიამოვნებთ ცხოვრებით.
თევზები – იღბალი თქვენ მხარესაა სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ჯერ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, 2020 წელი მას გაპოვნინებთ. ახალი წელი თითქოს მდორედ დაიწყება, მაგრამ გაზაფხულიდან ყველაფერი შეიცვლება, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა აუცილებლად იქნება წარმატებული. თუ უკვე საყვარელი ადამიანი გყავთ, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად წამოიწყოთ რაიმე საქმე, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად წარმატებული იქნება.