სიახლეებიკალეიდოსკოპი
სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვები ამ შაბათს და რა საჩუქრები გელოდებათ - კითხვის საათი „ბიბლუსში“
სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვები ამ შაბათს და რა საჩუქრები გელოდებათ - კითხვის საათი „ბიბლუსში“
ბევრი ბავშვისა და მშობლისთვის საყვარელი ღონისძიება "ნინის კითხვის საათი" გრძელდება და როგორც ყოველ შაბათს, ამ შაბათსაც, 23 ნოემბერს, ბავშვები ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ადამიანს შეხვდებიან.

ამ კვირის რჩეული გამოჩენილი კალათბურთელი ანატოლი ბოისა გახლავთ, რომელიც ბევრისთვის არის სამაგალითო, როგორც წარმატებული სპორტსმენი, მეოჯახე და საზოგადოებისთვის საყვარელი პერსონა. ამიტომაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა, რომ ის ბავშვებს შეხვდება, ზღაპრებს წაუკითხავს და მათ მიერ დასმულ შეკიტხვებს უპასუხებს. პატარებს მასთან ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს შეეძლებათ დახატონ ზღაპრების გმირები. ასევე ბავშვებს და მათ მშობლებს გადაეცემათ საჩუქრები: საბავშვო
წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მშობლებს საჩუქრად ასევე გადაეცემათ კაფე "პიატო"-ს 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი.

mshoblebi
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით
ბეჭდვა