თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში:
"გიორგობას გილოცავთ! #ანიტასთვის #მარიამისთვის #გაბრიელისთვის იყოს სიკეთის მომტანი. ბევრი მწერს პირადად მადლობებს და ამიტომ საჯაროდ დავწერ.
სოფო რიგითი რგოლია და თუ მადლობა, მაშინ თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე და მის სარეზერვო ფონდს, რომელიც ზედმიწევნით სწორად და მიზნობრივად იხარჯება რაც მახარებს. თუმცა აქვე განმარტება, რომ ვალდებულებაა და არა კეთილი ნება დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ანიტას და სხვებს. ასევე მინდა განვმარტო, რომ რიგ შემთხვევაში ვერ ვაფინანსებთ, ვინაიდან არ არის თბილისში რეგისტრირებული პაციენტი. თუმცა რაც არ უნდა თანხით დაეხმაროს სახელმწიფო, რიგ შემთხვევაში მაინც არა საკმარისია თანხა და მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველას გვერდში დგომა იმ ოჯახების, რომლებსაც ასე ძალიან უჭირთ.
მეამაყება და გული მიჩუყდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც სხვისი შვილის, უცნობი ადამიანის გადასარჩენად იბრძვის. აღმოჩნდა, რომ ერში დიდია სოლიდარობა და კიდევ ვიცით გვერდში დგომა. ვწუხვარ, რომ ვწერ, მაგრამ მოგვიწევს ერთმანეთის გატანა, იმისთვის, რომ ანიტა, მარიამი და გაბრიელი შინ მშვიდობით დაგვიბრუნდნენ.
ესეც მინდა დავწერო, რადგან ანიტას დედამ დაწერა და მეც შემიძლია უკვე ხმამაღლა ვთქვა. მერიის გარდა, ანიტას თვითონ, პირადად კახიც დაეხმარება. ასე, რომ ვისაც რა შეგვიძლია, იმისთვის, რომ პატარებთან მებრძოლი გველეშაპები ერთად დავამარცხოთ".