ამერიკის ფლორიდის შტატში დააპატიმრეს ვეგანი წყვილი, რომელმაც წელიწად-ნახევრის ვაჟი შიმშილით მოკლა.
2019 წლის სექტემბრის ბოლოს 35 წლის შეილა ო'ლირიმ სასწრაფოში დარეკა და ამცნო, რომ მისი პატარა ვაჟი არ სუნთქავდა და სხეულიც გაუცივდა. ამ დროს მისი ქმარი რაიანი ბავშვის ამქვეყნად მობრუნებას ცდილობდა. როცა მაშველები ადგილზე მივიდნენ, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შეილამ მაშველებს უთხრა, რომ მათი ოჯახი ვეგანურ დიეტას მისდევდა და ბავშვებსაც აიძულებდნენ, ეს დიეტა დაეცვათ - ანუ არავითარი ხორცი, ცხოველური საკვები. მთელი ოჯახი, ოთხი ბავშვის ჩათვლით, მიირთმევდა უმ ბოსტნეულსა და ხილს: მანგოს, ბანანს და ავოკადოს. აღიარეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბავშვი სითხეზე უარს ამბობდა და მხოლოდ ძუძუს ჭამდა. ამერიკელი ქალის თქმით, მას ეგონა, რომ ბავშვს კბილები ამოსდიოდა და ამიტომ კაპრიზობდა. პატარა მხოლოდ 7 კილოგრამს იწონიდა, რაც 7 თვის ბავშვის საშუალო წონაა და არა - წლი-ნახევრის.
6 ნოემბერს სამედიცინო ექსპერტიზამ აღიარა, რომ ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა. მშობლები ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე თავად მივიდნენ პოლიციაში. მათ ორ შვილსაც ჰქონდა უკვე შიმშილობის სიმპტომები, ერთ მათგანს რამდენიმე კბილიც დაეკარგა მუდმივი უჭმელობისგან. მესამე შვილი იყო მხოლოდ უკეთ, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა - ის კვირაში ერთხელ ბიოლოგიურ მამასთან დადიოდა და იქ ნორმალურად იკვებებოდა.
წყვილს ბრალიწაუყენეს მშობლების მოვალეობის შეუსრულებლობაში და ბავშვის არაგანზრახ მკვლელობაში. ამჟამად საპატიმროში არიან და დეკემბერში სასამართლო გაიმართება.
მანამდე იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ავსტრალიაში ასევე ვეგანების წყვილი შვილსაც დიეტაზე ამყოფებდა - პატარა ბავშვს რაქიტი ჰქონდა მძიმე ფორმებით და მუდმივად უჭმელი და გასავათებული იყო. მასაც არ აჭმევდნენ ცხოველური წარმოშობის საკვებს, გამუდმებით აძლევდნენ მხოლოდ ბრინჯის რძეს, ბანანს, ტოსტს არაქისის კარაქით ან მურაბით და დილა-საღამოს - შვრიას.
ვეგეტარიანელ დედას სასამართლომ აიძულა, შვილს ხორცი აჭამოს