საქართველოს ისტორიის განახლებული ოთხტომეულის პირველი ტომი 2 დეკემბერს გამოვა
საქართველოს ისტორიის განახლებული ოთხტომეულის პირველი ტომი 2 დეკემბერს გამოვა
2 დე­კემ­ბერს გა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, შევ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტომი. ეს არის ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფუ­რი ნაშ­რო­მი, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლია ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ეპო­ქა და პე­რი­ო­დი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნამ­დე, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე გად­მო­სა­ხე­დი­დან არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ოთხტო­მე­ულს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”ამ­ზა­დებს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­აბ­ში გან­მარ­ტა­ვენ, 8 წლის შემ­დეგ მკი­თხველ­თა თხოვ­ნი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბრუნ­დე­ბა გა­მო­ცე­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ით.

რო­გორც წიგ­ნის ერთ-ერთი ავ­ტო­რი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი გან­მარ­ტავს, მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნახ­ლე­ბულ ახალ
ვერ­სი­ას.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს პუ­ტი­ნის და კო­კო­ი­თის მო­საზ­რე­ბე­ბი ქუ­ჩუკ-კა­ი­ნარ­ჯის ზავ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თო­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც დიდი ინ­ტე­რე­სია. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რამ მი­იყ­ვა­ნა ერეკ­ლეტ­რაქ­ტა­ტამ­დე. ესე­თი სა­კი­თხე­ბი დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლი და წარ­მო­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არის გა­მო­ცე­მა ღი­რე­ბუ­ლი,“ - გან­მარ­ტავს ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი.

ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი პირ­ვე­ლად 10 წლის წინ გა­მო­ვი­და სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თით და გა­მოს­ვლის დღეს­ვე გა­ი­ყი­და სრუ­ლი ტი­რა­ჟი. მას შემ­დეგ წიგ­ნი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა ახა­ლი რე­დაქ­ცია მკი­თხვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტერ­სოა.

მაია ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი პირ­ვე­ლად 10 წლის წინ შე­ი­ძი­ნა. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის ეს გა­მო­ცე­მა ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ახა­ლი რე­დაქ­ცია.

„რო­გორც წესი, ფაქ­ტე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა წლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა ხოლ­მე. სწო­რედ ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად
ოთხტო­მე­უ­ლის ახალ გა­მო­ცე­მას. მა­ინ­ტე­რე­სებს, დრომ რო­გორ გა­და­ა­ფა­სა ჩვე­ნი ის­ტო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით, უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მოვ­ლე­ნე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს და ვე­ლო­დე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნავს მაია ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი შევ­სე­ბუ­ლი ტექ­სტის პა­რა­ლე­ლუ­რად ახა­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მო­დის. გა­მომ­ცემ­ლო­ბა და პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნახ­ლე­ბულ ტო­მებს ჰპირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტომი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და მისი ფასი იქ­ნე­ბა 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად კი 11,5 ლარი.
99
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?