ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობდნენ, ახლა პატარა გაბრიელის დასახმარებლად იბრძვიან - ემოციური ვიდეო
ტაქსისტი ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძოდნენ ახლა საზოგადოებას პატარა გაბრიელის დახმარებას  სთხოვენ. ამის შესახებ ვიდეო მიმართვაში ნიკა ქართველიშვილი საუბრობს:
"მოგესალმებით ხალხო. პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, დედაჩემისთვის გააკეთეთ. ძალიან დიდი ხანია "ლაივი" არ ჩამირთავს, უბრალოდ ემოციურად არ შემეძლო მომერთა თქვენთვის. დღევანდელი ჩემი ლაივის მიზანია პატარა გაბრიელი, რომლის შესახებაც ბევრი თქვენგანისთვის არის ცნობილი. მინდა რომ, ჩემმა მეგობრებმა გაავრცელოთ ინფორმაცია პატარა გაბრიელზე. მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში.
მე
და ჩემი მეგობრები ამოვედით პატარასთან, მეგობრები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი ოჯახის გვერდით იდგნენ და გვეხმარებოდნენ ყოველივეს გადატანაში და იმაში, რომ თქვენამდე მოგვეწვდინა ხმა. ამ პატარას სჭირდება ჩვენი დახმარება, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს თურქეთში და გაუკეთონ ოპერაცია, რომელიც, როგორც მშობლები გვეუბნებიან, არის სასწრაფო და მისი გადადება არ შეიძლება. გთხოვთ მე პირადად ყველას, რომ დავეხმაროთ პატარა გაბრიელს", - ამბობს ვიდეო მიმართვაში ნიკა ქართველიშვილი.
5 წლის  გაბრიელ ჩიკვაიძეს მძიმე ცხოვრების გავლა უწევს. მას შუასაყრის სიმსივნე აქვს. პატარას უკვე ჩაუტარდა 3 ოპერაცია, ახლა კი მე-4 ოპერაციაა საჭირო. ერთადერთი ხსნა საზღვარგარეთ ოპერაციაა. უცხოელი ექიმები მზად არიან, რომ გაბრიელს რაც შეიძლება მალე გაუკეთონ ოპერაცია, ოჯახს კი ამის საშუალება აღარ
აქვს.

ბანკის ანგარიშები:

მიმღები: ზურაბ ჩიკვაიძე
პ/ნ: 49001013880
dabadebis TariRi: 02.09.1990

საქართველოს ბანკი
GE77BG0000000162163539

თიბისი ბანკი

GE28TB7564745064300013

ლიბერთი ბანკი

GE48LB0711184264042000
1447
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?