როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე მოდურად და რომელი სათამაშოები უნდა გამოვიყენოთ, რომ 2020 წელს ფული მოვიზიდოთ? - მშობლები

როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე მოდურად და რომელი სათამაშოები უნდა გამოვიყენოთ, რომ 2020 წელს ფული მოვიზიდოთ?

2019-11-27 11:43:45+04:00

2020 წლის შემობრძანებამდე თითქმის ერთი თვე დარჩა და საახალწო ფუსფუსიც უკვე შესამჩნევი ხდება. აღმოსავლური ჰოროკოპის მიხედით, თეთრი მეტალის ვირთხის წელი გვიახლოვდება. შესაბამისად, ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაითვალისწინოს, რა ფერი იქნება მოდური და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ტრენდულად.
იმისათვის რომ ნაძვის ხე ლამაზად მოვრთოთ უამრავი ხერხი არსებობს, მთავარია, თქვენ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას. მაგ. თუ გადაწყვეტთ, რომ ნაძვის ხე მორთოთ კლასიკურ სტილში, ეს არ მოითხოვს მკაცრი წესების დაცვას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სათამაშო, რომელიც თქვენ ოჯახის წევრს მოსწონს, მათ შორის ძველი სათამაშოებიც.
mshoblebi
თუ თქვენ მონოხრომის სტილს ირჩევთ, ე.ი. იცით, რომ ეს სტილი ძალიან პოპულარულია და ითხოვს წამყვან, გამოკვეთილ ფერებს. შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნათელი გირლიანდები. გირჩევთ, გამოყენოთ ერთი ზომის, მაგარმ სხვადასხვა ფერის სათამაშოები.
mshoblebi
თუ ნაძვის ხის მოსართავად მინიმალიზმის სტილს ვირჩევთ, ეს ვიღაცას უცნაურად მოეჩვენება, რადგან სათამაშოების უამრავი არჩევანია და მათზე უარის თქმა გაგვიჭირდება.
mshoblebi
მინიმალიზმის მთავარი მახასიათებელია ნაძვის ხე დეკორაციების გარეშე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ტყის სილამაზეზე და ამჯობინებენ კედელზე მისი სილუეტის დახტვას.

დიზაინერების აზრით, მანამ სანამ დავიწყებთ სადღესასწაულოდ სახლის მორთვას, აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ფერებია 2020 წლისთვის აქტუალური. გარდა ამისა, საახალწლო დეკორაცია ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ოთახის ინტერიერს. კარგი იქნება თუ ერთ ფერზე ვკონცეტრირდებით და დეტალების ხაზგასასმელად სხვა ფერის ჩრდილებს გამოვიყენებთ.

გთავაზობთ, როგორი ფერები იქნება მოდური ნაძვის ხის მოსართავად:
ოქროსფერი და ვერცხლისფერი - თუ ნაძვის ხეზე განთავსდება ამ ფერში გადაწყვეტილი სათამაშოები, სახლის ყველა ბინადარს ექნება ამაღლებული განწყობა.
mshoblebi
პასტელური ფერები - განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფერებს: მარგალიტისფერი, ღია ვარდისფერი, ღია-ცისფერი, ფერფლისფერს.
mshoblebi
თეთრი - ყველაზე მარტივი გამოსავალია, ნაძვის ხის თეთრ ფერებში მორთვა, მასზე ხელოვნური თოვლის ეფექტის შექმნა. დამატებითი დეკორისთვის შეგიძლიათ, ცივი ფერების გამოყენება, ბრწყინვალების ხაგასასმელად დაგეხმარებათ ვერცხლისფერი და ცისფერი გირლიანდები.
mshoblebi
იისფერი - თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვიტავთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი საახალწლო ნაძვის ხე, მაშინ გირჩევთ იისფერზე გააკეთოთ აქცენტი. ისე კი მეტალის ვირთხას მოეწონება: მეწამული, ჟოლოსფერი, იასამნისფერი და ლავანდის ფერი სათამაშოები. ზამთრის ატმოსფეროს შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი და ლითონის ბურთები.
mshoblebi
ფორთოხლისფერი - თუ ფორთოხლსიფერი სათამაშოებსიგან თავს იკავებთ, გეტყვით, რომ ამ ფერში გადაწყვეტილი სათამაშოები ძალიან საინტერესოდ გამოიყურებიან და განსაკუთრებულ სადღესასწაულო გარემოს ქმნიან. თბილი ფერები ნაძვის ხეს მოცულობით ელფერს სძენენ. გარდა ამისა, ასე მორთული ნაძის ხე ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
დიზაინერების რჩევით, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფერებით იხელმძღვანელებთ, 2020 წლის მთავარ სიმბოლოს, მღრნელ ცხოველს თავს ნამდვილად მოაწონებთ და სადღესასწაულო ატმოსფეროსაც შექმნით.
mshoblebi
ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწიონოთ ის სიმბოლოები, რომელითაც მეტალის ვირთხას ესიამოვნება:
თუ გვსურს ფულადი ენერგიის მოზიდვა, მაშინ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ვირთხის ფორმის ახალი ყულაბა, რომელიც უნდა დავდგათ ნაძვის ხის ძირას. ასევე სასურველია იყოს შემდეგი ნივთები:

ვერცხლისფერი მზინავი სათამაშოები მონეტები ოქროსფერ ან ვერცხლისფერ კილიტაში შეხვეული წაბლი ზარები

mshoblebi
თუ გინდათ კეთილდღეობა თქვენი მეგზური იყოს, სასურველია ნაძვის ხეზე დაკიდოთ:

ბერძნული კაკალი ირმის ფორმის სათამაშოები მწვანე გირლიანდები

სიყვარულის მისაზიდად დაგეხმარებათ შემდეგი ნივთები:

ვარდისფერი ბუშტები გულის ფორმის სათამაშოები წყვილი ფიგურები კანფეტები