ხელოვნურ საფარზე ვარჯიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშად მიიჩნიეს - ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნურ საფარზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება აკრძალა
ხელოვნურ საფარზე ვარჯიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშად მიიჩნიეს - ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნურ საფარზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება აკრძალა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნურ საფარზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება აკრძალა. 

დღეს ხშირად ხსნიან ახალ სტადიონებს, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ხელოვნურ საფარს აგებენ და არა - ბუნებრივს. რა თქმა უნდა, ევროპაში ხშირად თამაშობენ ხელოვნურ საფარზე, მაგრამ ის უმაღლესი ხარისხისაა. 

ასეა თუ ისე, უმაღლეს ლიგაში ხელოვნური საფარის აკრძალვით ფეხბურთის ფედერაციამ თავად გასცა პასუხი კითხვას, რომელიც წერილის სათაურში დავსვით. შესაძლოა, არგუმენტი ის იყოს, რომ ხელოვნური საფარი ბუნებრივზე ადვილი მოსავლელია, მაგრამ რა ვუყოთ ფეხბურთელების ჯანმრთელობ
ას?

ას ფეხბურთელს რომ ჰკითხო, ასივე გიპასუხებს, რომ თამაში ბუნებრივ საფარზე ჯობია. ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა კი იმის ბრალიც გვგონია, რომ ისინი სწორედ ხელოვნურ საფარზე გაიზარდნენ.

ამ თემასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო მასალა მოვიძიეთ. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე championat.com წერს და ვფიქრობთ, მას ჩვენი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა. გთავაზობთ ამ ვრცელი წერილის ჩვენთვის საინტერესო ნაწილს...

ხელოვნური საფარი უდრის კიბოს?

The Telegraph-ში გამოქვეყნდა მასალა იმის თაობაზე, რომ ხელოვნურ საფარზე თამაში მავნებელია ჯანმრთელობისთვის. საუბარია ასეთი საფარის გამოყენებაზე საფეხბურთო კლუბებისა და აკადემიების მხრიდან. The Telegraph გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც ეხება კიბოთი დაავადებულ მოზარდს. ვარაუდობენ, რომ ეს დაავადება გამოიწვია იმან, რომ ის ვარჯიშობდა მესამე თაობის ხელოვნურ მინდორზე. ეს ახალგაზრდა "ლიდსისა" და
"დარლინგტონის" აკადემიებში ემზადებოდა და იქ სწორედ ასეთი ხელოვნური საფარი იყო გამოყენებული. განაგრძეთ კითხვა
121
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?