სიახლეებიკალეიდოსკოპი
10 წიგნი ბავშვებისთვის - რა უნდა ვუყიდოთ პატარებს „თბილისის წიგნის დღეებზე“
10 წიგნი ბავშვებისთვის - რა უნდა ვუყიდოთ პატარებს „თბილისის წიგნის დღეებზე“
"თბილისის წიგნის დღეები", რომელსაც ლიტერატურის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელიან, "ექსპო ჯორჯიაში" უკვე დაიწყო. მოუთმენლად ელიან ამ დროს მშობლებიც, ყურადღებით ათვალიერებენ გამომცემლობების მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან საბავშვო ლიტერატურას და ცდილობენ, თავიანთი პატარებისთვის სასურველი და საინტერესო წიგნი შეარჩიონ. მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა შემეცნებითთან ერთად, ილუსტრირებული და ბავშვისთვის მიმზიდველი იყოს, რათა პატარა წიგნს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

გთავაზობთ 10 ახალ გამოცემას, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" ბავშვებისთვის უნდა შეიძინოთ:

ჩარლზ დიკენსი - საშობაო სიმღერა

mshoblebi
ინგლისელი კლასიკოსის, ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერას" ანიმაციური ფილმის სახითაც შეხვდებით და ნაწარმოების
მიხედვით, სპექტაკლებსაც დგამენ, თუმცა წიგნზე უკეთესი მაინც არაფერია. დიკესნის შთამბეჭდავი საშობაო ისტორია ბავშვებს ფანტაზიას გაუხსნის და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

მაია ლუნდე - თოვლის და
mshoblebi

ეს არის ნორვეგიელი მწერლის ყველაზე საახალწლო წიგნი. ამ ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში პატარა მკითხველს მართლაც ჯადოსნური, იდუმალი და ფანტასტიკური საშობაო ამბავი ელოდება.

საშობაო ზღაპრები
mshoblebi

საშობაო ზღაპრები ფანტასტიკური ამბების კიდობანია. აქ ბავშვებს ელოდებათ ზღაპრები, რომლებშიც უამრავი დაუჯერებელი ამბავი ხდება; პერსონაჟები, ვისი ცხოვრებაც ერთ ღამეში შეიცვალა; სამყარო, რომელიც სავსეა საჩუქრებით, სასწაულებითა და ჯადოსნური თავგადასავლებით...

თოვლიანი ზღაპრები

mshoblebi
5 თოვლიანი ამბავი გულს, რომ გაგითბობს. ყველა პატარას მოეწონება თხუთმეტი ჯადოსნური ზღაპარი ზამთარზე, თოვლის კაცუნებსა და მხიარულ
ცხოველებზე. ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მათი საუკეთესო და ერთგული
მეგობარიგახდება.

ვასო გულეური - თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს

mshoblebi

თოვლის გუნდა ყველასთვის საყვარელი პერსონაჟია და ვინ არ ისურვებდა მასთან მეგობრობას? მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თუნდაც თოვლის გუნდას უნდა - მისთვის მეგობრის პოვნა სულაც არ აღმოჩნდა ადვილი. ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, თქვენი შვილებიც გახდებიან თოვლის გუნდას მეგობრები.

გოდერძი ჩოხელი - მოთხრობები

ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც "დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"

25 ჯადოსნური ზღაპარი

ეს ლამაზი წიგნი გიყვებათ მსოფლიოს ოცდახუთ საუკეთესო ზღაპარს. აქ შეხვდებით კეთილ კონკიას, ჯუჯებს, მეფის ასულებს, უფლისწულებს, ერთგულ გერდას, ეშმაკ და მოხერხებულ ცეროდენას და უამრავ გმირს, რომლებიც გასწავლიან სიყვარულს, თანადგომას, მოგანიჭებენ სიხარულს. ცხადია, ბოროტი ჯადოქრები, გოლიათები და ყინულის დედოფალიც შეგხვდებათ, მაგრამ ეს ზღაპრები გასწავლით, როგორ უნდა მოერიოთ უკეთრებას... ეს კი მეგობრობა და სიყვარულია. წიგნის ყოველი გვერდი გაფორმებულია ლამაზი ილუსტრაციით.

500 ფაქტი ისტორია

mshoblebi
ამ შემეცნებით, ილუსტრირებულ წიგნში გაერთიანებულია ყველაზე საინტერესო ფაქტები და მნიშვნელოვანი მოვლენები. წიგნის გადაშლიდან პატარა მკითხველი შეძლებს, გაჰყვეს ჩრდილოეთ პოლუსისკენ პირველ ექსპედიციას, მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, იმოგზაუროს ეგზოტიკურ ქვეყნებში და რაც მთავარია, შეაგროვოს ცოდნა, რომელიც მის თვალსაწიერ გააფართოებს.

"ჩემი პირველი ენციკლოპედია" (ყველაფერი დედამიწის შესახებ)

mshoblebi
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ხასიათიც უნდა ჰქონდეს თქვენს შვილს, თქვენ გსურთ პატარა მისთვის საჭირო ინფორმაციაზე კონცენტრირდეს და მისი დამახსოვრება შეძლოს. დედამიწის ფორმირება, დინოზავრების გადაშენების ძირითადი მიზეზები, ძუძუმწოვრების წარმოშობა და დიდი გამოგონებები, რომელთაც სამუდამოდ შეცვალეს სამყარო. გასაგები ენით დაწერილი ტექსტის დახმარებით ყმაწვილები შეძლებენ სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას. სქემატური ილუსტრაციები და დეტალური ინფოგრაფიკები აადვილებს ახალი მასალის აღქმასა და შემეცნებას.

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

mshoblebi
მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს საოცარი წიგნი ბავშვებს მთელ სამყაროს თვალწინ გადაუშლის - იმოგზაურებენ კოსმოსში, შემდეგ შეისწავლიან ბუნებას, მცენარეებს, ცხოველებსა და დედამიწის მოსახლეობას. გაეცნობიან განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლიან კაცობრიობის უდიდეს მიღწევებზე (და მარცხებზე).
ბეჭდვა