ნადული კოხრეიძე:
- საერთოდ შემოდგომა და ზამთარი ჩუტყვავილისთვის დამახასაიათებელი სეზონია. ამ პერიოდში უფრო მეტია ბავშვებზე მომართვიანობა. არის პერიოდები რომ ყოველდღიურად გაცილებით მეტი პაციენტი
შემოდის, ვიდრე სხვა დროს, მაგრ
ზოგადად, ჭუტყვავილას ვირუსი საკმარისია ერთ ადამიანს დაემართოს, ის უკვე ძალიან მალე ვრცელდება, რადგან გადამდებია ჰაერწვეთოვანი გზით. ვინაიდან დღეს ბავშვები ბაღსა და სკოლებში დადიან სწრაფად ხდება გავრცელება და ერთმანეთზე გადადება. თან გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ბაღებში, ერთ ჯგუფში ბევრი ბავშვია. ეს ვირუსი გადამდებია მაშინ სანამ გამოაყრის ბავშვს და ხილული გახდება, შემდეგ კი უკვე მარტივად ვრცელდება. ინფექციას ინკუბაციის პერიოდი 14 დღე აქვს, სანამ ბოლო ფუფხი არ წარმოიქმნება, მანამდე გადამდებია. გამონაყარს აქვს მიმდინარეობის რამდენიმე ფაზა და აი, ფუფხი რომ წარმოიქმნება უკვე გადამდები აღარ არის.
- ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ აცრებში არ შედის.
- დიახ, თუმცა ევროპაში იცრებიან ჩუტყვავილაზე, საქართველოში კისაერთოდ ჩუტყვავილას თუ მოიხდის ადამიანი, მყარ იმუნიტეტს ტოვებს და მეორედ აღარ შეხვდება. თან ჩუტყვავილა ძირითადად მიმდინარეობს წყნარად და მშვიდად. თუმცა ახასიათებს გართულების ორი ფორმა: ერთი ვირუსით გამოწვეული გართულება, რომლის დროსაც ვითარდება მენინგიტი, ენცეფალიტი, თირკმლის დაზიანება, ფილტვების ანთება, კრუპი, თუმცა იშვიათია. ან კიდევ ჩუტყვავილით დაავადებისას შეიძლება მოხდეს სხვა მიკრობებით დასნებოვნება. ეს მაშინ, როდესაც ბუშტუკების დაჩირქება ხდება. ამ დროს შეიძლება ყურის ან ჯირკვლების ანთება განვითარდეს. საშიშია უფრო ორსულებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის. ორსულებს როდესაც ემართებათ, ამ დროს შეიძლება ნაყოფიც ჩუტყვავილით დაიბადოს ან ნაადრევი მშობიარობა დაეწყოს.
განაგრძეთ კითხვა