როგორი ამინდები გველოდება დეკემბერში და როდის ველოდებით თოვლს - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
როგორი ამინდები გველოდება დეკემბერში და როდის ველოდებით თოვლს - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
ბევრი ადამიანი თვეს ამინდის პროგნოზის მიხედვით გეგმავს. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს ამინდებისგან სიურპრიზები აღარ გვიკვირს. ხავერდოვანი ნოემბრის შემდეგ ყველას აინტერესებს, როგორი იქნება დეკემბერი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, დეკემბრის დასაწყისიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

"პირველი დეკემბრიდან ამინდის პირობების მკვეთრ გაუარესებას ველოდებით. დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა ნავარაუდევი, მაღალ მთაში მოთოვს. 2 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, დასავლთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

3 დეკემბრიდან უნალექო ამინდია,
თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. 9 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ცალკეულ რაიონებში შეიძლება მცირე ნალექი აღინიშნოს. დეკემბერში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, ნორმის ფარგლებში იქნება. თვის საშუალო ტემპერატურა 7-9 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 0-2 გრადუსი იქნება.

1-2 დეკემბერს მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. 3 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და -2-დან -4 გრადუსამდე იქნება. დასავლეთში კი ღამით -2 გრადუსია ნავარაუდევი. 9 დეკემბრის შემდეგ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. "- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ეს კი თბილისში მომავალი 10 დღის ამინდის პროგნოზია:

mshoblebi
37306
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?