ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს. ახალშობილი შვილის ფოტო ბერა ივანიშვილმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.