როგორ მიულოცეს კახი კალაძემ და ანუკი არეშიძემ ბერას შვილის დაბადება - მშობლები

როგორ მიულოცეს კახი კალაძემ და ანუკი არეშიძემ ბერას შვილის დაბადება

2019-11-30 18:34:33+04:00

ბერა ივა­ნიშ­ვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს. ბერას მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე, ივანიშვილების ოჯახში პატარას დაბადების სიხარულს, უამრავი ადამიანი იზიარებს.
mshoblebi
მისალოც კომენტარებს შორის არის კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მილოცვაც.
ინფორმაციისთვის, დედაქალაქის მერის უფროსი ვაჟი, ლევან კალაძე ბერა ივანიშვილის ნათლულია.
mshoblebi
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.