ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს. ბერას მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე, ივანიშვილების ოჯახში პატარას დაბადების სიხარულს, უამრავი ადამიანი იზიარებს.
მისალოც კომენტარებს შორის არის კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მილოცვაც.
ინფორმაციისთვის, დედაქალაქის მერის უფროსი ვაჟი, ლევან კალაძე ბერა ივანიშვილის ნათლულია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.