ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
ანა საზოგადოებამ ეკრანიდან გაიცნო, ჯერ „იმედში“ მუშაობდა, შემდეგ "ჯიდიესზე" ჯერ დილის გადაცემის წამაყვანი იყო, ასევე მიჰყავდა ყველასათვის ცნობილი გადაცემა „ერთი ერთში“. სადაც იყო, ყველგან სილაღით და პოზიტივით ავსებდა გარემოს.
2013 წელს მოულოდენლად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მხიარული გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. იყო რთული დღეები, მაგრამ ანამ დაავადება დაამარცხა. 2 წლის შემდეგ კი ვერაგმა სენმა ისევ იჩინა თავი. გაუკეთდა ფილტვზე ოპერაცია, სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში და ყველა იმ სირთულეს, რაც
მის თავს ხდებოდა პოზიტივით ხვდებოდა.

„13 წლის და 3 წლის შვილები მყავს და როგორ ფიქრობთ, ახლა მაქვს იმის უფლება, ფარდები ჩამოვაფარო, ვიტირო, რომ კიბო მაქვს? ბევრ ჯანმრთელ ადამიანზე უკეთ ვარ ახლა, იმიტომ, რომ მჯერა, ამ დაავადებას დავამარცხებ. მეუღლეს ბევრის მოთმენა და ატანა უწევს, გამიმართლა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს. დიდ ძალას მაძლევს, რომ ვიბრძოლო და ამ ბრძოლაში გავიმარჯვო“, - ამბობდა ანა ერთ-ერთ ინტერვიუში.

უთანასწორო ბრძლაში, სამწუხაროდ ანა დამარცხდა, დღეს გახდა ცნობილი რომ ეს კეთილი გოგო იმ ქვეყნად წავიდა.
ვუმსამძიმრებთ ანას ოჯახს დიდი გულისტკივილით.
თეკლა ჟვანია

52042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?