ყოველწლიურად პიროტექნიკის გამოყენების შედეგად უამრავი ადამიანი იღებს სხვადასხვა სახის დაზიანებას. სადღესასწაულო დღეები ბევრისთვის სავალალოდ სრულდება და მათ ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად ის ადამიანები, რომლებიც პიროტექნიკურ ნაკეთობებს არასრულწლოვნებს მიჰყიდიან, დაჯარიმდებიან. ფიზიკური პირები 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 200 ლარის, ხოლო იურიდიულ პირებს 400 ლარის გადახდა მოუწევთ.
პიროტექნიკას ბავშვები სადღესასწაულო დღეებამდე და მის შემდეგაც იყენებენ. თუმცა დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს გაფრთხილებას. თუ ფაქტი კვლავ განმეორდა 1 წლის განმავლობაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარის ოდენობით. აკუსტიკური ხხმაურის გამომწვევ ნივთებს შორის ერთ-ერთია პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემული ხმაური. დღის საათებში იგულისხმება 08:00 საათიდან 23 საათამდე შუალედი, ხოლო ღამის საათებში დრო 23:00-დან 08:00 საათამდე.
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. 1 წლის განმავლობაში ან მის შემდეგ იმავე ქმედების მეორედ ჩადენა გამოივევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მუხლის ნორმები არ ვრცელდება 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე. ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი)