"პეპელა" და "ბიბლუსი" ერთად - საუკეთესო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის - მშობლები

"პეპელა" და "ბიბლუსი" ერთად - საუკეთესო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის

2019-12-02 10:09:43+04:00

"ბიბლუსი" და "პეპელა" - ეს სახელები და ეს მაღაზიათა ქსელი ალბათ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ საყვარელიცაა. წიგნები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები - ეს ის არის, რაც ნებისმიერ ბავშვს აბედნიერებს. ალბათ ამიტომაც განსაკუთრებულად სასიხარულოა მშობლებისთვისაც ამ ორი მაღაზიის ერთობლივი ფილიალის გახსნა.

mshoblebi

დიახ, შაბათს, 30 ნოემბერს გაიხსნა "ბიბლუსისა" და "პეპელას" ერთობლივი ფილიალი სითი მოლში, ქავთარაძის 1 ნომერში.

ერთ სივრცეში წარმოდგენილია როგორც წიგნები, ასევე სათამაშოები და საახალწლო პროდუქცია, ძალიან ფართო ასორტიმენტით - შეგიძლიათ მხოლოდ ერთი მისვლით იყიდოთ ნაძვის ხე, სათამაშოები, საახალწლო დეკორისთვის საჭირო ნივთები და საჩუქრები თქვენი ოჯახის წევრებისა და რაც მთავარია, ბავშვებისთვის.

mshoblebi

ვინც გახსნაზე მივიდა, მას ბევრი სიურპრიზი დაახვედრეს მასპინძლებმა - მომხმარებლებს დახვდათ შავ პარასკევთან დაკავშირებით უამრავი ფასდაკლება, ანიმატორების შოუ, ცეკვა და სიმღერა, ასევე კაფე „პიატოსგან“ უგემრიელესი მაფინი და ცხელი შოკოლადი პატარებისთვის.

mshoblebi

აქციებით და საინტერესო პროდუქციით ეს ფილიალი ყოველთვის გაანებივრებს მომხმარებლებს და ერთ-ერთ საყვარელ სივრცედ იქცევა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.

mshoblebi

mshoblebi