საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასატერთან არსებული მოწყალების ცენტრი, ჰოსპისი წლებია არსებობს და ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. ჰოსპისის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახული არიან ჰოსპისის ახალგაზრდა მოხალისეები - დათი აბაშიძე, ნია სიხარულიძე და ლიზი ურჯუმელაშვილი, რომლებიც ყოველ კვირას დადიან მოწყალების ცენტრში და წვლილი შეაქვთ დიდი და კეთილი საქმეების კეთებაში.