ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ანი მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. მას ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა. ნიჭიერი ახალგაზრდის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, განსაკუთრებით კი ახლობლებს.
გარდაცვლილ ჟურნალისტს ანა მამულაშვილს ბავშვობის მეგობარი პიანისტი თათია შარანგია, ემოციური პოსტით ემშვიდობა:
"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...
მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა....
ანი... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...
მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ, ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი.... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა, ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან....
ნათელში იყოს შენი ხალასი სული, ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში.... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს თათია შარანგია
ინფორმაციისთვის, ანა საზოგადოებამ ტელეეკრანიდან გაიცნო, ჯერ "იმედში" მუშაობდა, შემდეგ "ჯიდიესზე" დილის გადაცემის წამაყვანი იყო, ასევე უძღვებოდა ყველასათვის ცნობილ გადაცემას "ერთი ერთში“.
2013 წელს მოულოდენლად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასათვის საყვარელი და მხიარული გოგონა უმძიმეს სენს - მელანომას ებრძოდა. დავადების დამრაცხებიდან ორი წლის შემდეგ, ვერაგმა სენმა ისევ იჩინა თავი. გაუკეთდა ფილტვზე ოპერაცია, სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში და ყველა იმ სირთულეს, რაც მის თავს ხდებოდა პოზიტივით ხვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ,საბოლოოდ ანი დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.