იმაზე, თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას, არა მხოლოდ მშობლები ზრუნავენ, არამედ ხანდახან საბავშვო ბაღის მასწავლებლებიც. ჩინეთის ამ ბაღში იმასაც კი ასწავლიან ბავშვს, როგორ შევიდეს დამოუკიდებლად საპირფარეშოში და ყველა პროცედურა თავად ჩაატაროს.
ორი ბუშტის მეშვეობით ახსნილ გაკვეთილს ინტერნეტსივრცეში საუკეთესო გაკვეთილი უწოდეს და ეს ვიდეო ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა. მშობლების ნაწილმა აღნიშნა, რომ ძალიან გამოადგება ასეთი ახსნა, ზოგიერთებმა კი გააპროტესტეს მსგავსი უტრირებული ახსნა-განმარტებები ბაღის სივრცეში.