ღეროვანი უჯრედების სამკურნალო თვისებები მთელ მსოფლიოში აღიარებულია. 6 წლის ანასტასია და მის პატარა ძმა, ზუკა, სწორედ ამის ნათელი მაგალითები არიან. ანასტასია ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდა. ზუკა მაშინ დაბადებული არ იყო. დედამ პატარა ძამიკო დიდი რისკის ფასად გააჩინა და გოგონას ზუკას ღეროვანი უჯრედებით გამოჯანმთელების შანსი მიეცა. გადანერგვა წარმატებით ჩატარდა, რითაც გოგონამ დაავადების დამარცხება შეძლო. ბავშვების დედა, ნატა ხატიაშვილი ამ ყველაფერს დაწვრილებით გვიამბობს:
- დაახლოებით, სამი წლის წინ ბავშვის განავალში სისხლი აღმოვაჩინეთ. მაშინვე დავურეკეთ სასწრაფო დახმარებას და წავიყვანეთ კლინიკაში. ჩაუტარდა ანალიზები და გვითხრეს, რომ ფარული სისხლდენა ჰქონდა. თუმცა, საიდან და როგორ, ვერ გავარკვიეთ. 6 თვის განმავლობაში დაუდგენელი დიაგნოზით კლინიკაში ვიწექით. პერიოდულად განავალთან ერთად, შარდშიც გამოვლინდა სისხლი, ასევე , აღენიშნებოდა კანზე ჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, 40 გრადუსი ტემპერატურა. ბიოფსიის მასალა გერმანიაში გადავაგზავნეთ. დადგინდა, რომ ანასტასიას თირკმლის მწვავე ნეფრიტული სინდრომი ჰქონდა. საბოლოო დიაგნოზი კი იყო ჰემორადიული ვასკულიტი. ეს დაავადება 400 სახეობისაა და ჩვენ ყველაზე რთული ფორმა გვქონდა. სამი წლის მანძილზე სად აღარ ვუმკურნალეთ. თურქეთშიც ვიყავით. ერთადერთი გამოსავალი დედმამიშვილის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა იყო. ტასუნა მესამე შვილია და ყველა საკეისროთი მყავს გაჩენილი, ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა. მაგრამ, გავრისკე. ბიჭი შვიდთვიანი დაიბადა, ღამის 3-ის ნახევარზე ნაკერები გამისკდა. ბავშვი ინკუბატორში გადაიყვანეს, ღეროვანი უჯრედი გავყინეთ, გამოვიყენეთ და ღვთის წყალობით, მოვიდა პასუხი, რომ ანასტასია განიკურნა.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ანასტასიას დაავადება გამოიწვია კატის ტკიპამ, რომელიც შესულა ორგნიზმში, კბენდა თირკმელს, ეს იწვევდა სისხლს შარდსა და განავალში და სწორედ მან მოახდინა სისხლძარღვთა დაავადების პროვოცირება. კატა სოფელში ჰყავდათ, სადაც ბავშვი სამი წლის წინ სტუმრად გვყავდა, თუმცა ახლა პატარა ზუკაც კარგადაა და ანასტასიაც. ამ დროის განმავლობაში, გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვჩნდა თბილისში. ახლა ქუთაისში ვხოვრობთ, მეუღლის ბებიის ბინაში. პროფილაქტიკის გამო 10 სხივი დაგვინიშნა ექიმმა მიყოლებით, რაც 1000 ლარი ჯდება. ანასტასია 5 თვიანი დაიბადაა, 800 კილო. სამი თვე ვიბრძოლეთ, რომ ინკუბატორიდან გამოგვეყვანა, მერე ეს დაგვატყდა თავს, თუმცა ემიგრანტებისა და კეთილი ადამიანების წყალობით, ჩვენ ეს შევძელით.
ანასტასიას კიდევ 10 სხივი სჭირდება პროფილაქტიკისთვის.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
ზარის მეშვეობით მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე : 0901701299
TBC ბანკი - GE57TB7585945061100050 მიმღები მანანა ჯაფარიძე, ანასტასიას ბებია. GE66TB7541445064300009 დედა, ნატალია ხატიაშვილი
საქართველოს ბანკი GE73BG0000000326446400 მიმღები დავით ჭითავა.
ემიგრანტებისთვის სპეციალირი საიტი https://www.gofundme.com/anastasiahelptbilisi