6 წლის იოანე კოხრეიძეს ერთი წლის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - დიფუზიური გლიომა დაუდგინდა. ბავშვს მკურნალობა გერმანიაში ჩაუტარდა. ბიჭის დიაგნოზსა და ახლანდელ მდგომარეობაზე დედა, ნინო ელბაქიძე საუბრობს:
- ჯანმრთელი ბავშვი იყო, ზაფხულში ისვენებდა. ჩამოვიყვანეთ თბილისში და ბაღში მივიყვანეთ. 2 დღის განმავლობაში მოთენთილი მომყავდა და ვიფიქრე, ძილი აკლდა, რადგან 5 წლის ასაკში ბაღში აღარ აძინებდნენ. მესამე დღეს გული ასტკივდა, ამის შემდეგ დავიწყეთ გამოკვლევა, კარდიოგრამა გადავუღეთ და არაფერი გამოჩნდა. მერე დაეწყო გაორებული ხედვა. თვალებიც გამოვიკვლიეთ, ჭიები, რამდენიმე ნევროპათოლოგთან მივიყვანე და ყველა მეუბნებოდა, რომ არაფერი სჭირდა. მითხრეს, შეიძლება შეშინებულია და ფსიქოლოგთან მიიყვანეო. მე მაინც ვერ მოვითმინე და სხვა ნევროლოგთან წავიყვანე. მან მირჩია, რომ საფუძვლიანად გამომეკვლია. რეალურად, ერთ კვირაში ბავშვი ძალიან დასუსტდა, თავის ფეხით დადიოდა, მაგრამ წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა. დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ერთ კვირაში გავფრინდით გერმანიაში და იქ ვიმკურნალეთ. ჩაუტარდა ქიმიოთერაპია. მითხრეს, რომ ბავშვი მაქსიმუმ 1 ან 2 წელი იცოცხლებსო. მეოთხე სტადიაა, სასწაულ შემთხვევაში შეიძლება გაჩერდეს, ამიტომ დაკვირვების ქვეშ ვართ... შეიძლება ყოველდღე შეეცვალოს სიმპტომები. დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს და გერმანიაშიც იგივე იყო. 6 ქვეყანაში გვქონდა გაგზავნილი მონაცემები და ყველგან იგივე გვითხრე. ოპერაციაც არ კეთდება. თუ სიმსივნის ზრდა არ გაჩერდა, სხივური თერაპია უნდა გავიმეოროთ თავიდან, რომელიც ძალიან სარისკოა, ამის შემდეგ არის კიდევ სხვა პროცედურები, თითოეული კურსის ღირებულება დაახლოებით 50 000 ლარია. გვითხრეს, რომ გერმანიაში უნდა გაუკეთდეს სხივური თერაპია, რომელიც საქართველოდან არ ფინანსდება... არადა, ეს საჭიროა, რომ ბავშვს გავუხანგრძლივოთ სიცოცხლის დღეები. ახლა ფიზიკურად ნორმალურადაა და ველოდები, იქნებ აღარ მოემატოს და გაუარესდეს სიმპტომები. თუ მოემატა, ყოველდღიურად დამძიმდება. სკოლაში მივიყვანე, მაგრამ უმეტესწილად სახლში მყავს. თავადაც აღარ შემიძლია უკვე. ძალიან გონიერი და ჭკვიანი ბავშვია, თუმცა არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ:
TBC ბანკი: GE37TB7721045063600038
საქართველოს ბანკი: GE09BG0000000918960800
პირადი ნომერი: 01027036020
მიმღები: გურამ კოხრეიძე, ბავშვის მამა