ეს გახმაურებული ამბავი 4 წლის წინ მოხდა. 2015 წლის მაისში, სან-სალვადორის გინეკოლოგიურ ცენტრში, 39 წლის მერსედეს კასანელიასმა ბიჭი გააჩინა. მშობიარობა 35-ე კვირაზე მოხდა. მერსი იხსენებს, რომ როდესაც პირველად ნახა ბავშვი, სასიამოვნოდ გაოცდაა, რადგან ის ძალიან ჰგავდა მის ქმარს - რიჩარდ კაშუორტას. მედპერსონალმა ახალშობილი მაშინვე წაიყვანა, მერსის კი დამამშვიდებლების დიდი დოზა გაუკეთეს - ექიმის თქმით, კარგად რომ დაესვენა მშობიარობის შემდეგ.
შემდეგ დღეს მოიყვანეს ბავშვი, თუმცა ის სრულიად განსხვავებული იყო პირველად ნანახი ბავშვისგან. მერსედესი ცდილობდა აეხსნა პერსონალისთვის თავისი ეჭვები, მაგრამ ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ახალშობილი მისი შვილი იყო. მერსიმ და რიჩარდმა შვილს ჯეიკობი დაარქვეს და შინ წაიყვანეს... თუმცა მერსის არ ტოვებდა შეგრძნება, რომ პატარა მისი შვილი არ იყო.
ერთი თვის შემდეგ მან და რიჩარდმა გადაწყვიტეს შვილისთვის გენეტიკური ანალიზი გაეკეთებინათ. ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ ჯეიკობი მათი ბიოლოგიური შვილი არ იყო.
მშობლებმა მაშინვე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.
სამშობიაროში გამოუცხადეს, რომ საკუთარ შვილს ვეღარასოდეს ნახავდნენ, რადგან ის დაბადებისთანავე გაყიდეს, ჯეიკობი კი შეეძლოთ დაეტოვებინათ, რადგან ის მიატოვეს მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა...
საქმეთთან დაკავშირებით დააპატიმრეს გინეკოლოგი, რომელმაც მიიღო მშობიარობა...
3 თვის შემდეგ კიდევ ერთი ახალი ამბავი გამჟღავნდა - არავითარი გაყიდვა, უბრალოდ ბავშვები შემთხვევით აერიათ სამშობიაროში და მათ ახლავე შეუძლიათ "შეცვალონ".
"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე. ხმამაღლა ვტიროდი, რადგან ჯეიკობიც ჩემი შვილი იყო, - იხსენებს მერსი, - მაგრამ როგორც კი პირველად ავიყვანე ხელში ჩემი ნამდვილი შვილი, მაშინვე შემიყვარდა. ის ძალიან ჰგავდა ჩემს ქმარს".
მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, მაგრამ იმდენად იყვნენ გახარებულები შვილი რომ დაიბრუნეს, რომ აღარ გააგრძელეს გამოძიება.
მერსის სიტყვებით, პირველ თვეებში ძალიან განიცდიდა ჯეიკობთან განშორებას, ამას ემატებოდა ისიც, რომ მოზესი (მისი ნამდვილი შვილი) მას არ იღებდა, როგორც დედას.
"მე მისთვის უბრალოდ მომვლელი ვიყავი, არ ტიროდა მაშინ, როდესაც მარტოს ვტოვებდი... ვღელავდი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არაფერი იყო", - ამბობს მერსი.
მერსი არ ნებდებოდა და იმედი ჰქონდა , რომ "დაიბრუნებდა" შვილს. მთელ დღეებს მასთან ერთად ატარებდა. პროგრესი წელიწად-ნახევრის შემდეგ მოხდა. ერთხელაც მერსიმ ბავშვი ბაგაში დატოვა და ის გამოეტირა... ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო, დედამ მოზესი ჩაიხუტა გულში და ხმამაღლა ატირდა. მოზესმა "დედა" პირველად 3 წლის ასაკში დაუძახა. ახლა ის 4,5 წლისაა და ბედნიერია ნამდვილ მშობლებთან.