დიანა ჯიშიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 18 წლის იყო, როცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მას მერე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია და როგორც თავად ამბობს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, იგი პარლამენტში იწყებს მუშაობას.
- 14 წლის წინ მდინარეში ფეხი დამიცურდა და ქვას დავარტყი თავი. კისრის სამი მალა ჩამემტვრა. თავისა და ზურგის ტვინის შემაერთებელი ნაწილი დამიზიანდა. სრულიად პარალიზებული აღმოვჩნდი. ყველაფრის მიუხედავად, არ დავნებდი. ახლა ეტლით გადავაადგილდები. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ელემენტარულად, არსებობა შემძლებოდა. თითქმის ორი წელი სულ საავადმყოფოში ვიყავი. მერე იყო წოლითი რეჟიმები. ეტლშიც მიჭირდა ჯდომა. დაახლოებით 7-8 წლის მერე შევძელი გარეთ გასვლა და კოლეჯში სწავლა. დავიწყე ფარიკაობაზე სიარულიც. ვარ ორგზის მსოფლიო პრიზორი. უნგრეთში მაქვს აღებული დაშნა-რაპირაში ბრინჯაოს მედლები და იტალიაში მაქვს აღებული ასევე ბრინჯაოს მედალი.
- საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. სამსახურეობრივი მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას 20 დეკემბრიდან შევუდგები. პარლამენტს თავად მივმართე დასაქმებისთვის. შემდეგ პარლამენტის თავჯდომარის აპარატიდან დამიკავშირდნენ და დამასაქმეს. იქ არის შშმ პირებისთვის სპეციალური ადაპტირებული გარემო და მუშაობა არ გამიჭირდება.
- დიახ, ასეა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მომავალ მეუღლეში, იმდენად ძლიერი და განვითარებული პიროვნებაა, რომ ვიფიქრე, მასთან არ გამიჭირდებოდა ურთიერთობა. , ვიცოდი, რომ მაქსიმალურად გამიწევდა დახმარებას და გვერდში დამიდგებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა.
ოჯახი 6 წლის წინ შევქმენი, მაგრამ შვილს კარგა ხანს არ ვაჩენდი. ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, მატერიალური პრობლემები გვქონდა. ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, როდის გავაჩენდი პატარას, მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი, ფეხმძიმედ აღმოვჩნდი. არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე გამოვიდა. ახლა 4 თვის ანდრია მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ. მეუღლე მეხმარება მის აღზრდაში.
არა არის ადვილი ჩვენი ქვეყნის პირობებში ოჯახის შექმნა. მაგ. ჩემი ორსულობის პერიოდში ყველა ორსულ ქალს რომ უფასო გამოკვლევები ეკუთვნოდა, მე ვერ ვიკეთბდი, რადგან არ იყო ადაპტირებული გარემო და კიბეებზე ვერ ავდიოდი. ვერ შევდიოდი საპირფარეშოში, ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნებოდა, ამის გამო მიწევდა ფასიან კლინიკაში სიარული და მინიმუმ 300 ლარი მეხარჯებოდა. ჩემი პატარა არის ტყუპისცალი და ამიტომ უფრო ხშირად დავდიოდი ექმებთან. ერთმა ნაყოფმა ადრე შეწყვიტა ზრდა. საბედნიეროდ, ანდრიას არ ჰქონია პრობლემები. მე რა ტრავმაც მქონდა, იმ დაზიანებით საქართველოში ბავშვი არავის გაუჩენია. ღუდუშაურში მამშობიარეს, ძალიან კარგი ექიმი შემხდა, იქაც არ იყო სრულად ადაპტირებული გარემო, მაგრამ მაქსიმალურად დამეხმარნენ მშობიარობაში. ბუნებრივი მშობიარობა დამეწყო, ზედმეტი რისკების თავიდან ასაცილებლად საკეისრო გამიკეთეს. სიარული საერთოდ არ შემიძლია. მხოლოდ ეტლით გადავადგილდები. ბავშვს როგორც შემიძლია, ყველაფერს ვუკეთებ.
რუსკა კილასონია