ორი შემზარავი ტრაგედია კახეთში - ახალგაზრდა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ამის შესახებ "რეზონანსი" წერს. 30 ნოემბერს ლაგოდეხის რაინის სოფელ აფენში 34 წლის ქალი ქმრის ოჯახში ჩამომხვრჩვალი იპოვეს; მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1-ლ დეკემბრს კი ასევე 34 წლის ქალმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სიცოცხლე მეუღლის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ორივე შემთხვევაზე სოფლის მცხოვრებლებს "რეზონანსთან" სუიციდის მიზეზებზე გადაჭრით საუბარი უჭირთ, თუმცა ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად მაინც მძიმე სოციალური პირობებს ასახელებენ.
აფენის მცხოვრები მარიამ ბუიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა შეიძლება ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მართალია, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.
"34 წლის გოგოა, ტყუპის ცალი იყო. ყველას ძალიან უჭირს ახსნა, რატომ მოიკლა თავი. მართალია, სოციალურად დაუცველები იყვნენ და გარკვეულ დახმარებასაც იღებდნენ როგორც ვიცი, მაგრამ ამის გამო მაშინ თავი მთელმა სოფელმა უნდა მოიკლას. საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. სახლში იპოვეს, ეზოში ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო და გულდასაწყვეტია, რომ ბავშვბეი ასე ობლად დარჩნენ", - აცხადებს ადგილობრივი "რეზონანსთან".
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიც მსგავსი ტრაგედია მოხდა. აქაც ადგილობრივებს უჭირთ ახსნა, რა შეიძლება გამხდარიყო 3 შვილის დედის თვითმკვლელობის მიზეზი. მათი თქმით, ქალმა თავი იმ დროს მოიკლა, როდესაც მისი ქმარი სახლში არ იყო და სატვირთო ავტომობილით რეისში იმყოფებოდა. წაიკითხეთ სრულად