მომღერალ ზურა ხაჩიძისა და ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ჟორდანიას წყვილი საზოგადოებაში მუდმივად აქტუალურობით სარგებლობს. ინტერესი მათი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაიზარდა, რადგან ისინი არსებული ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები არიან, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას კი ჯერ კიდევ წინა მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან გმობენ, რის გამოც დევნისა და შანტაჟის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.
6 თვის წინ, ზურა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ინტერვიუებს
- ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას - თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?
- ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.
- ვინ გეხმარებათ ამ მომენტში ანასტასიას აღზრდაში?
- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი სახლში - ძიძა. ის ძალიან გვიდგას გვერდით მეც, ნინისაც და ხათუნასაც. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. ხათუნა ისრაელში მკურნალობს და მუდმივად ხელს მიწყობენ, მასთან ერთად ვიყო. ხათუნას დიაგნოზი არის მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. იხილეთ სრულად