ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიურმა ქალიშვილმა შაილომ სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ბიჭის სახელი დაირქვა. ამიერიდან ის ჯონია და მოსთხოვა ახლობელ-ნათესავებსაც, ჯონი დაუძახონ.
გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ მოიხსენიონ, როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელი. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ მოზარდი სქესის შეცვლას გეგმავს, რაშიც დედაც ეხმარება და მისივე თანხმობით, უკვე რა ხანია ჰორმონებს იღებს. ამბობენ, რომ ბრედ პიტი ჰორმონოთერაპიას არ იწონებს, თუმცა სქესის შეცვლის გადაწყვეტილებაში შვილის გვერდით დგას.
შაილო წლებია ბიჭურად იმოსება, ბიჭურად თმაშეჭრილი დადის და ანჯელინაც წლებია ინტერვიუებში ამბობს, რომ არ უკრძალავს ბავშვს თვითგამოხატვას და ყოველთვის გვერდით უდგას არჩევანში.