ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
ზაზა ურუშაძე გახლდათ რეჟისორი ფილმისა "მანდარინები", რომელიც ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე სკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟსორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).