როგორც ცნობილია, 43 წლის ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი მესამე ბავშვზეა ორსულად. ორსულობის პერიოდში საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად უზიარებს სხვა დედებს თავის განცდებსა და შთაბეჭდილებებს.
ამჯერად მომატებულ კილოგრამებზე ისაუბრა: „თითქმის იმდენივე მოვიმატე, რამდენიც წინა ორსულობებზე - დაახლოებით 22 კილოგრამი. ჯერ. მაგრამ ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ სხეული აკეთებს იმას, რაც საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ ამ ორსულობის დროს არ მივარჯიშია, როგორც წინა ორსულობებისას. მაგრამ მე ხო ძალიან მშიშარა ვარ და ვფრთხილობ, რომ არ დავუშვა რაიმე ისეთი, რაც მუცლის მოშლას გამოიწვევს", - დაწერა მილამ.
ცნობილია, რომ 2017 წელს მას მესამე ორსულობის შეწყვეტა მოუწია ოთხთვე-ნახევრის ვადაზე. ამ დროს გადაღებებზე იყო აღმოსავლეთ ევროპაში: „ხელოვნურად მამშობიარეს და რაც მთავარია, სულ გონებაზე ვიყავი. ეს ყველაზე მტანჯველი და საშინელი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი კოშმარები მესიზმრება".
მილამ ისიც თქვა, რომ მის ორსულობას დიდი სარგებელიც აქვს - მკვეთრად მომრგვალებული ფორმები.
"ნებისმიერ შემთხვევაში პლუსია, რომ "დედის" მკერდი დამიბრუნდა, რაც ყოველთვის საინეტერესოა გოგონასთვის, რომელიც დაფასავით ბრტყელი იყო ყოველთვის. ასე რომ, ამ მომენტითაც ვტკბები".
მილა წლებია რეჟისორ პოლ ანდერსონთან ცხოვრობს და ბედნიერი ოჯახი აქვს.
მილა უკრაინელ დედასა და შვილებთან ერთად