"ის ჩემთვის მესამე მამასავითაა" - კონსტანტინე მელაძეს ახალგაზრდა მომღერალთან რომანს მიაწერენ
"ის ჩემთვის მესამე მამასავითაა" - კონსტანტინე მელაძეს ახალგაზრდა მომღერალთან რომანს მიაწერენ
ფანები უკვე დიდი ხანია საუბრობენ ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძეს შორის არსებულ უთანხმოებაზე. მათი თქმით, კონსტანტინეს ახალგაზრდა მომღერალთან, ერიკა ჰერცეგთან აქვს ურთიერთობა. უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს დისკუსია სოციალურ ქსელშიც.

ჯგუფი „ვია გრას“ 31 წლის სოლისტს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა პროდიუსერის მიმართ. "ჩემთვის კონსტანტინე მელაძე მესამე მამასავითაა, მშობელი მამისა და ღმერთის შემდეგ..." - განაცხადა ერიკამ.

თუმცა, მოგვიანებით ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდა. "ის კეთილია, ჩემზე ზრუნავს და ერთად ბედნიერები ვართ"- ამბობს ერიკა.

"ყოველთვის
მიწევს იმის განმარტება, რომ სცენაზე მე და კონსტანტინე მელაძეს საქმიანი ურთიერთობა გვაქვს." - დაამატა მან.

ერიკა ჰერცეგმა არ დაასახელა სახელი, ვისზეც საუბრობდა იმ მიზეზით, რომ "ბედნიერებას დამალვა სჭირდება."

"არ მინდა, ჩემი მამაკაცის შესახებ ვინმემ გაიგოს, ამის წინააღმდეგი ვარ", - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.

12457
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
hm
0
რას გავს
13:42 / 21-12-2019
აკირე.
1
კოწია! არ გრცხვენია, სად ვერა და სად ერიკა. ვერას ვინმე სჯობს? შეირგე, თორემ წაგართმევენ.
21:29 / 12-12-2019
მსგავსი სიახლეები