L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება
L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება
არალიცენზირებული და ფალსიფიცირებული პროდუქცია მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა, რომელიც საქართველოშიც მეტად აქტუალურია. წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც სათამაშოებზე მოთხოვნა, განსაკუთრებულად გაიზარდა, ბაზარზე უამრავი არაორიგინალი პროდუქტი გამოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაორიგინალი სათამაშოები არა მხოლოდ ცალკეულ, არამედ ქსელურ მაღაზიებშიც ხშირად იყიდება.

ამ ფაქტს ღია წერილით გამოეხმაურა მსოფლიოს უმსხვილესი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის MGA Entertainment-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში Anvol OU.

MGA Entertainment-ს ეკუთვნის სათამაშოების 20-მდე მსოფლიოს წამყვანი ბრენდი, როგორებიცაა: L.O.L. Surprise, Poopsie Smile Surprise, BABY Born, Little Tikes და სხვა.

ღია წერილში ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში
კომპანიის ორიგინალი პროდუქციის რეალიზებას ახდენენ ქსელები: "XS სათამაშოები", "პეპელა" და "კარფური".

გთავაზობთ წერილის ტექსტს, რომელსაც ხელს აწერს Anvol OU-ს აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ ნემკო.

"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა გაყიდვის წერტილებისა და მათ შორის ქსელური მაღაზიების რაოდენობა, რომლებიც ეწევიან MGA Entertainment-ის ბრენდების არაორიგინალი პროდუქციის რეალიზებას. აღნიშნული სათამაშოები ატარებს ჩვენი ბრენდების ლოგოებსა და სხვა სახასიათო ნიშნებს, რაც მომხმარებლისთვის დამაბნეველია. სწორედ ამიტომ გვინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ორიგინალი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ "XS სათამაშოების", "პეპელასა" და "კარფურის" ქსელებში.
mshoblebi
აღნიშნული წერილით გვსურს, მოვუწოდოთ ყველა კომპანიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ფალსიფიცირებული
პროდუქციის იმპორტი და რეალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს კუთვნილებაში არსებული ბრენდების უფლებებს და მაქსიმალურად მკაცრად აღვკვეთავთ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პროდუქციის გაყიდვას კანონით დადგენილი მექანიზმებით.

MGA Entertainment-ის პროდუქცია გადის ხარისხის შემოწმებისა და კონტროლის მკაცრ პროცესს, რაც უზრუნველყოფს, რომ სათამაშოები არა მხოლოდ აკმაყოფილებდეს, არამედ ხშირ შემთხვევაში აჭარბებდეს კიდეც ხარისხის საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. არაორიგინალი პროდუქციის შემთხვევაში კი გაურკვეველია, როგორია მათი საწარმოო პროცესი და აკმაყოფილებს თუ არა ის სტანდარტს. დაუდგენელია, მათი გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობისთვის რა სახის რისკის შემცველია.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ პროცესში გვერდით დაგვიდგებიან სახელმწიფო სტრუქტურები და მედია. შესაბამისად, ეს წერილი არის ღია ზემოთხსენებული პირების კომპეტენციის ფარგლებში გამოყენებისთვის.

კიდევ ერთხელ გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენი პარტნიორები არიან "XS სათამაშოები", "პეპელა" და "კარფური". სწორედ ისინი ახდენენ ოფიციალური პროდუქციის რეალიზებას.

აქვე ვაქვეყნებთ იმ მაღაზიათა ჩამონათვალს, რომელშიც არაორიგინალი სათამაშოების რეალიზება დაფიქსირდა: მაღაზიათა ქსელი "ჭიტა", მაღაზიათა ქსელი "ცეროდენა", ბანანა, Toy Land, საწყობი "ბიბი", Tbilisi Toys shop, Toy-sale.ge, Mag.ge.

კომპანიის განხცადებით, იგი მომავალშიც განაგრძობს ბაზრის მონიტორინგს.
438
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები