როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლება, ქალის ორგანიზმში "მიძინებული" იყოს, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი აუცილებლობას წარმოადგენს.
ორსულებში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ვარიკოზული ვენებია, რომელსაც ექიმები მთელი ორსულობის პერიოდში მეთვალყურეობენ. მეან-გინეკოლოგისა და მედიცინის დოქტორის, დავით დავარაშვილის განმარტებით, ვარიკოზული ვენების პრობლემა ქალების თითქმის 30%-ს აწუხებს და გარდა ვიზუალური დისკომფორტისა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შექმნაც შეუძლია.
დავით დავარაშვილი, რომლის კლინიკასაც ყოველწლიურად ათასობით ორსული სტუმრობს აღნიშნავს, რომ ვარიკოზული ვენების პრობლემის მქონე პაციენტებს ცალსახად ურჩევს ანგიოლოგთან ვიზიტს და ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენებას, რათა გართულებები თავიდან აირიდონ.
რა იწვევს ვარიკოზს და როგორია მისი პრევენციისა თუ მკურნალობის გზები, ამის შესახებ დეტალურად, მედიცინის დოქტორ დავით დავარაშვილს ვესაუბრეთ:
ორსულობა დაკავშირებულია ძლიერ ჰორმონალურ პრობლემებთან. ამასთან, როგორც წესი ორსულობის დროს სისხლის მომარაგება იცვლება. რას უფრო იმატებს ვადა, საშვილოსნოს მეტი მომარაგება სჭირდება, რომ ბავშვი გაიზარდოს. ჯამში, ყველაფერი იწვევს იმას, რომ სისხლის შეგუბება, მისი დაყოვნება ქვედა კიდურებზე ან საშვილოსნოს ვენურ სისტემაში ძალიან ჭარბადაა გამოხატული.
სისხლის ნაკადის გამო ხდება სისხლის დაყოვნება და ვენური ქსელის ზრდა. თუ ის ზედაპირულად არის გამოხატული, ვენების გაგანიერება უკვე ვიზუალურად ჩანს. ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ფეხის ქვედა კიდურებში სიმძიმე, ჩხვლეტა და შეშუპება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთ ადგილზე დიდხანს დგომა უწევს ქალს, მისთვის დიდი დისკომფორტია.
ასეთი პრობლემები რა თქმა უნდა საყურადღებოა, თუმცა უფრო ადვილია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და პროფილაქტიკა, ვიდრე იმ გართულებების მკურნალობა, რომლებიც შეიძლება განვითარდეს.
გარდა სწორი კვებისა, ვარჯიშის, მასაჟებისა და ცივი წყლის აბაზანებისა, ვარიკოზის სამკურნალოდ ერთ-ერთი გამოსადეგი საშუალება კომპრესიული მასალებია, იქნება ეს ელასტიური წინდები თუ კოლგოტები. აღნიშნული საშუალებები ანგიოლოგმა ან მკურნალმა ექიმმა ვარიკოზის განვითარების მიხედვით უნდა შეარჩიოს.
აღსანიშნავია, რომ პრობლემა მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად. რა თქმა უნდა 20 წლის ასაკის ადამიანის ორგანიზმი უფრო ელასტიურია, ვიდრე 40 წლის ასაკის, ამიტომ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება აუცლებელია.
რაც მთავარია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს წინდები აუცილებლად იყოს გამოყენებული როგორც მშობიარობის დროს, ისე ლოგინობის ხანაში და ოპერაციის დროს, რათა თრომბოემბოლიური დაავადებები თავიდან ავიცილოთ. მშობიარობის დროს თვითონ შეტევებია ძლიერი და განსაკუთრებით, მეორე ფაზის დროს, როცა ჭინთვები იწყება, ვენურ სისტემაზე დატვირთვა იმდენად ძლიერია, ამ წინდების გამოყენება ბევრი მოსალოდნელი გართულების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
აღნიშნული საშუალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს. რაც უფრო ნატურალური მასალისგან არის დამზადებული პროდუქტი, უფრო ჯანსაღი და კომფორტულია. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში მისი ტარება დისკომფორტთან არის დაკავშირებული, ხარისხიანი პროდუქციის მოხმარებისას კი ეს პრობლემა არ შეიქმნება.
ამასთან, "სიგვარისი - SIGVARIS " პროდუქციის წინდები გარეცხვის შემდეგ არ დაკარგავს ელასტიურობას და გამოსაყენებლად ისევ ვარგისი იქნება. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივია მისი ეფექტურობა.
ჩემს პაციენტებთან რეკომენდაციას ვუწევ ამ ტიპის პროდუქციას. როცა ეს პრობლემა არსებობს, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია, გამოიყენონ ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებები როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის დროს.