თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლებს ბოლო რამდენიმე წელია ზოოპარკში ჟირაფი არ უნახავთ. უფრო მეტიც, ბევრი სოციალურ ქსელში იმასაც ამტკიცებდა, რომ ზოოპარკს ჟირაფი არც არასდროს ჰყოლია. ეს თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანებმა დაწყეს გახსენება, ბავშვობაში ზოოპარკში ნამდვილად უნახვთ თუ არა ჟირაფები.
საბოლოოდ, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოქვეყნებულმა კადრებმა ცხადყო, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები – ბობი და ნე ცხოვრობდნენ.
1962 წლის კადრები რეჟისორ გივი მონავარდიშვილს ეკუთვნის.
კადრები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.