10 საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის - დიდხანს ფიქრი რომ არ დაგჭირდეთ
10 საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის - დიდხანს ფიქრი რომ არ დაგჭირდეთ
ახლა ზუსტად ის დროა, როცა უფროსები ბავშვების საახალწლო საჩუქრებზე ყველაზე მეტს ფიქრობენ, არჩევენ და ათასგვარ ვარიანტს განიხილავენ. თითოეულს ხომ არაერთი ბავშვი გვყავს გასახარებელი - საკუთარი შვილები, დიშვილ-ძმიშვილები ან მეგობრების თუ ნათესავ-ახლობლების შვილები. რა ვუყიდოთ, რა მოეწონებათ და რას გამოიყენებენ სინამდვილეში - ესაა მთავარი კითხვები, რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. ფინანსურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ახალ წელს ხომ სხვა უამრავი ხარჯიც გვაქვს.
ამიტომ ითვლება, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, მითუმეტეს, ბავშვებისთვის - ფერად-ფერად ილუსტრაციებს ნებისმიერი ბავშვის გულის გახარება შეუძლია, შემეცნებითი და
აქედან გამომდინარე, სასარგებლოა მისი განვითარებისთვის, სამახსოვროა და და-ძმებსაც გამოადგებათ.
წარმოგიდგენთ 10 საბავშვო წიგნს, რომლებიც ბავშვისთვის სასაჩუქრედ ყველაზე შესაფერია:

1. ჩარლზ დიკენსის უკვდავი "საშობაო სიმღერა"
აი, რას წერდა თავად ავტორი ამ ნაწარმოების შესახებ: "მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ."
mshoblebi


2. დიანა ანფიმიადის "თოვლზე ნაწერი წერილები".
საოცარი ამბავი სიკეთესა და გულისხმიერებაზე. 
mshoblebi

3. ეს ჩვენი საყვარელი მულტპერსონაჟის, თოვლის გუნდას ახალი თავგადასავალია. ლელა ცუცქირიძის "თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა".
ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს
კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა დაკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება.
mshoblebi

4. ნორვეგიელი მწერლის მაია ლუნდეს ყველაზე საახალწლო წიგნი - "თოვლის და".
ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში მართლაც ჯადოსნური, იდუმალი და ფანტასტიკური საშობაო ამბავი გელოდებათ! 

mshoblebi

5. ახალი წლის ამბები - 15 თოვლიანი ამბავი გულს, რომ გაგითბობს. ყველა პატარას მოეწონება თხუთმეტი ჯადოსნური ზღაპარი ზამთარზე, თოვლის კაცუნებსა და მხიარულ ცხოველებზე. ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მათი საუკეთესო და ერთგული მეგობარი გახდება.
mshoblebi



6. ნათია ჯანაშიას და ვასილ გულეურის "გუნდა და მისი მეგობრები". 10 მხიარული ამბავი თოვლის გუნდას შესახებ.mshoblebi

7. საშობაო ზღაპრები, რომლებშიც უამრავი დაუჯერებელი ამბავი ხდება; პერსონაჟები, ვისი ცხოვრებაც ერთ ღამეში შეიცვალა; სამყარო, რომელიც სავსეა საჩუქრებით, სასწაულებითა და ჯადოსნური თავგადასავლებით...mshoblebi

8. გუნდას ფუმფულა სათამაშო - საახალწლო ნაძვის ხის უკვე განუყოფელი მეგობარი. mshoblebi

9. "პატარა ქალაქის ზღაპრები" მათთვის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს
წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა.mshoblebi
10. ამ წიგნში წინასაახალწლო პატარპატარა ამბებს წაიკითხავ და გაიგებ, როგორ ემზადებიან სანტა, ქალბატონი კლაუსი, ელფები და ჩრდილოეთის ირმები ახალი წლისთვის. ჯერ სანტას სამზადისს გაეცანი და მერე მისი სათამაშოების ქარხნის საიდუმლოებასაც გაიგებ.mshoblebi
1916
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები